• 08/05/2023

    ონლაინ გაცვლითი პროგრამა დეპოლის უნივერსიტეტთან

    IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელმა სტუდენტებმა ონლაინ გაცვლითი პროგრამა დაიწყეს ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ხუთკვირიანი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები კონტენტანალიზის მეთოდის გამოყენებით გაანალიზებენ ამერიკულ და ქართულ მედიას. პროექტი გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, ხელს შეუწყობს სტუდენტებში მულტიკულტურული უნარების გამომუშავებას. პროგრამა ხორციელდება დეპოლის უნივერსიტეტის გლობალური სწავლებების ცენტრის ინიციატივით.

    • 08/05/2023

    ნათელა დოღონაძის წიგნის პრეზენტაცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ ნათელა დოღონაძის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია – “მამების როლი შვილი გოგოებისა და შვილი ბიჭების ცხოვრებაში” გაიმართა.

    • 04/05/2023

    ვორქშოფი – ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით

    IBSU-ს ლექტორმა ნატო ფაჩუაშვილმა ვორქშოფი ჩაატარა თემაზე “გადადი ონლაინ: ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით.” ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ძლიერი ინტერაქციული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ნატო ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის საჭირო ინტერაქციული ციფრული სასწავლო რესურსების მნიშვნელობაზე.

    • 04/05/2023

    IBSU-ს სტუდენტები აშშ საელჩოს ღონისძიებას დაესწრნენ

    მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ავთანდილ ზარნაძემ და მარიამ ბიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც მედია ატაშე ჯონ ფერი უძღვებოდა. დისკუსია წარიმართა ამერიკელი ავტორის, მეთ ტაიბის ბესტსელერის „სიძულვილი: რატომ ახერხებს დღევანდელი მედია გვძულდეს ერთმანეთი“ ირგვლივ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი

    • 01/05/2023

    Lingo Quest-მა შემეცნებით-გასართობით თამაში Lingodyssey ჩაატარა

    ინგლისური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, IBSU-ს ენების კლუბმა, Lingo Quest-მა მორიგი შემეცნებით-გასართობით თამაში Lingodyssey ჩაატარა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ლექტორებიც ჩაერთნენ. თამაშის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კრეატიულად წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა ინგლისური ენის თავისებურებების შესახებ. გამარჯვებული სტუდენტებითა და ლექტორებით დაკომპლექტებული გუნდები, ფინალურ რაუნდში ბიბლუსისა და ბაკურ სულაკაურის სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.

    • 27/04/2023

    დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბისა და ამერიკისმცოდნეობის სტუდენტური კავშირის ღონისძიება

    IBSU-ს დებატებისა და კრიტიკული დისკუსიების კლუბმა, ამერიკისმცოდნეობის სტუდენტურ კავშირთან თანამშრომლობით, ღონისძიება გამართა, რომელიც სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს მიეძღვნა. სტუდენტებმა პრეზენტაციის დროს ვრცლად ისაუბრეს სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, პრევენციის გზებსა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარების გზების შესახებ. გამომსვლელებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ თამარ შიოშვილი, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თეა ჭუმბურიძე, აშშ-ს საგარეო

    • 21/04/2023

    გამოგზავნე სტატია IBSU-ს სტუდენტური ჟურნალისთვის

    გიყვარს წერა? მაშინ გამოიყენე ეს შანსი და გამოაქვეყნე შენი სტატია IBSU-ს სტუდენტური ჟურნალის, VITASCOPE-ის პირველ ნომერში. სტატია უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს: განათლება და ლინგვისტიკა ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია ისტორია და კულტურა ფილოსოფია და ეთიკა პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება გარემოსდაცვითი კვლევები და მდგრადობა სტატიის გამოგზავნის ბოლო ვადა – 31 მაისი სტატიის კრიტერიუმები ვრცლად

    • 07/04/2023

    შეხვედრა თემაზე “როგორ დავწეროთ სტატია სამეცნიერო კონფერენციისთვის”

    ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მაია ჩქოტუამ დღეს გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე “როგორ დავწეროთ სტატია სამეცნიერო კონფერენციისთვის.” ვორქშოპზე სტუდენტები გაეცნენ საკონფერენციო სტატიის მომზადების სპეციფიკას, მათ შორის სათაურის და რეზიუმეს შედგენას, სტატიის სტრუქტურასა და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს APA7 სტილის მიხედვით.

    • 27/03/2023

    „ჟურნალისტიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ ფარგლებში IBSU-მ მოსწავლეებს უმასპინძლა

    „ჟურნალისტიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ პროექტის ფარგლებში, IBSU-მ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაში ჩართულმა აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მოსწავლეებისთვის ოთხდღიანი ტრენინგი და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა. ლექციები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესია ჟურნალისტი, ინტერვიუს ხელოვნება, ადამიანის პირადი სივრცის პატივისცემა და სხვა ეთიკური დილემები ჟურნალისტიკურ საქმიანობაში, ფოტოგადაღების ხერხები, ფაქტების გადამოწმების მეთოდები და