სიახლეები - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
    • 19/12/2023

    ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების სასწავლო ექსპედიცია კახეთში

    ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის  საგან “ფოტოჟურნალისტიკის”  სტუდენტებისთვის სასწავლო ექსპედიცია შედგა კახეთში. სტუდენტებმა მოინახულეს სხვადასხვა კულტურის ძეგლები და ღირსშესანიშნაობები, დაეუფლნენ გარე ფოტოგადაღების მეთოდებს,  მოამზადეს პეიზაჟებისა და პანორამების სერიები, საგნის ფარგლებში შექმნილი საუკეთესო ფოტოების გამოფენა ტრადიციულად დასკვნითი გამოცდის შემდეგ გაიმართება.

    • 19/12/2023

    ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები ინტერნეტმმართველობის ფორუმში მონაწილეობდნენ 

    IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ლექტორებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტერნეტმმართველობის მე-9 ფორუმში, რომელიც USAID-ის, ევროკავშირის, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ასოციაციის ხელმძღვანელი, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის ციფრული მედიასამართლის ლექტორი უჩა სეთური. ფორუმის ერთ-ერთ პანელურ სესიაში „ციფრული წიგნიერების სწავლება საქართველოში – შედეგები

    • 15/12/2023

    ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ რეჟისორს და ჟურნალისტს, ნარგიზა გარდაფხაძეს

    ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ რეჟისორს, მუსიკოსსა და ჟურნალისტს, ნარგიზა გარდაფხაძეს საგან “კულტურისა და ხელოვნების გაშუქების” პედაგოგის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში. შეხვედრის თემა იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაშუქების თავისებურებები. სტუმარმა ისაუბრა კულტურის ჟურნალისტების კარიერულ გამოწვევებზე და პროფესიული რჩევები მისცა დამწყებ რეპორტიორებს.

    • 14/12/2023

    IBSU-მ ტატო ბაციკაძეს უმასპინძლა

    ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სპორტულ კომენტატორს ტატო ბაციკაძეს უმასპინძლა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ტატო ბაციკაძემ ისაუბრა თემაზე სპორტი და ქართული მედია და უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.  

    • 08/12/2023

    ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა Thomson Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო

    IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა Thomson #Reuters-ისა და BBC-ის ერთობლივ პროგრამაში ჩაერთო. IBSU ერთ-ერთია იმ 5 ქართულ წამყვან უნივერსიტეტს შორის, სადაც Thomson Reuters Foundation და BBC Media ერთობლივ პროექტს განახორციელებენ მაგისტრანტებისთვის. პირველ ჰიბრიდულ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები. იგი BBC Media-ს პროგრამის Eastern Neighbourhood Counter Disinformation პრეზენტაციით გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ფოკუს-ჯგუფები და სტუდენტები.

    • 01/12/2023

    TI-ის ტრენინგი IBSU-ს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებისთვის

    ღია მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ იყო ორგანიზებული, დაესწრნენ მიმდინარე სემესტრში არჩევით საგანზე “საგამოძიებო ჟურნალისტიკა” დარეგისტრირებული სტუდენტები. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა – სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო ტენდერების სახეები, სამთავრობო ღია მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შექმნილი საძიებო

    • 29/11/2023

    აშშ-ს ელჩმა რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის კონფერენცია გახსნა

    აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური კონფერენცია გახსნა, რომელიც​ განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით წელს მეთოთხმეტედ ჩატარდა. IBSU პირველი უნივერსიტეტია, რომელსაც რობინ დანიგანი აშშ-ს ელჩად დანიშვნის შემდეგ ეწვია. ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული და ინტერსციპლინარული ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს

    • 28/11/2023

    ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა

    IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მედიის კლუბის ორგანიზებით, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქეთა ციცქიშვილმა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ინტერაქტიულ ლექციაზე ქეთა ციცქიშვილმა ვრცლად ისაუბრა მედიაში კრიმინალის გაშუქების საკითხებზე და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

    • 28/11/2023

    მადლიერების დღე IBSU-ში

    ამერიკისმცოდნეობის პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მადლიერების დღე ტრადიციულად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ IBSU-ს რექტორი კახა შენგელია, აშშ-ს საელჩოს მრჩეველი საჯარო დიპლომატიის დარგში, ალექსანდერ დანიელსი, ამერიკელი ფულბრაიტელი მკვლევრები, პროგრამის სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. სუფრა ტრადიციულად აერთიანებდა სტუდენტების მიერ მომზადებულ ქართულ და ამერიკულ კერძებს.