• 30/06/2023

    ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო CEECOM-ს კონფერენციაზე

    IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალიოსეფაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის მედიისა და კომუნიკაციის ასოციაციის (ECREA) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიისა და კომუნიკაციის მკვლევართა  სექციისკონფერენციაზე (CEECOM2023), რომელიც წელს ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო) გაიმართა.  კონფერენციის თემა იყო „ცენტრალურ და აღმოსავლეთის ევროპის ცვალებადი მედიაგარემოსსაფრთხეები, გამოწვევები და შესაძლებლობები“. პროფ. დალი ოსეფაშვილმა მის მიერ ჩატარებული კვლევის

    • 28/06/2023

    სტუდენტური ჟურნალის ‘VITASCOPE’ პრეზენტაცია IBSU-ში

    IBSU-ში სტუდენტური ჟურნალის ‘VITASCOPE’ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალში, რომელიც ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში დაარსდა, გამოქვეყნებულია სტატიები შემდეგ თემებზე: განათლება და ლინგვისტიკა, ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, ისტორია და კულტურა, ფილოსოფია და ეთიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება, გარემოსდაცვითი კვლევები და მდგრადობა. პრეზენტაციის დასასრულს სტატიების ავტორებს და რედაქტორებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

    • 15/06/2023

    ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის პროფესორი IBSU-ს ეწვია

    უნგრეთის ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის პროფესორი, მაია ჯინ ლო ბელო Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელი პროფესორი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებს. ასევე, ლო ბელომ რამდენიმე ლექცია ჩაატარა IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო სტუდენტებისთვის.  

    • 13/06/2023

    IBSU-ს სტუდენტებმა სოფელ სნოს სკოლას წიგნები გადასცეს

    ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს სკოლას IBSU-ში მოგროვებული წიგნები გადასცეს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და პედაგოგებმა. სასწავლო ექსპედიციას კურირებდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია, რომელმაც საგნების „ფოტოჟურნალისტიკისა“ და „სოციალური საკითხების“ სტუდენტები მაღალმთიანი რეგიონის პრობლემატიკის გასაცნობად წაიყვანა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ჩაწერეს აუდიო და ვიდეო ინტერვიუები, გადაიღეს ფოტოები და შეაგაროვეს მასალები სიუჟეტებისათვის. ვაჟა-ფშაველას

    • 02/06/2023

    IBSU-ს პროფესორები ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტს ეწვივნენ

    Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაია ჩქოტუა და პროფესორი ნიკოლოზ ფარჯანაძე უნგრეთის ოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დაწყებითი და სკოლამდელი განათლების ფაკულტეტის დეკანთან, ასოცირებულ პროფესორთან, ევა მარკუსთან და პროგრამის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორთან, ვალერია არვასთან, სადაც განიხილეს სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები და

    • 01/06/2023

    ბრიტანული სტილის დებატები IBSU-ში

    საერთაშორისო ურთიერთობების, ფილოსოფიისა და დებატების და კრიტიკული აზროვნების კლუბების ორგანიზებით, IBSU-ში ჩატარდა ბრიტანული სტილის დებატები. დებატებში მონაწილე სტუდენტებმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ რეზოლუციებზე იმსჯელეს. პირველი და მეორე ადგილის მფლობელები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

    • 23/05/2023

    IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა

    ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ჩართულობით IBSU-ში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმიტირებული პროცესი გაიმართა. ღონისძიებას მენტორობდნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ერთ-ერთი ტელეარხით გასული სადავო სიუჟეტი აჩვენეს დამსწრეებს. ამის შემდეგ დამსწრეები გაიყვნენ სამ ჯგუფად, რომელთაგან ერთი იცავდა მომჩივანის ინტერესებს, მეორე ჯგუფი წარმოადგენდა სიუჟეტის ავტორი ტელეკომპანიის ინტერესებს, ხოლო მესამე ჯგუფის წევრებმა მოირგეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა როლები

    • 16/05/2023

    IBSU-ს ასოცირებული პროფესორი თეა ჭუმბურიძე ვროცლავის უნივერსიტეტს ესტუმრა

    Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თეა ჭუმბურიძე პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩაატარა სალექციო კურსი სახელწოდებით “პოლონურ-ქართული ურთიერთობების დინამიკა 15-ე საუკუნედან დღემდე”.  

    • 11/05/2023

    ამერიკისმცოდნეობის სტუდენტები ნატოსა და ევროკავშირის სამიტს დაესწრნენ

    IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის პირველი კურსის სტუდენტები, ანანო გოგია და საბა ფრუიძე დიპლომატიური ვიზიტით ესტონეთში, ნატოსა და ევროკავშირის ორდღიან სამიტზე იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.  სამიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ ესტონეთის პრეზიდენტს, ამერიკის ელჩს ესტონეთში, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებსა და დელეგატებს. სამიტზე განიხილეს მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორებიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, ომის გავლენა მსოფლიოზე და უკრაინის ნატოში შესვლის პერსპექტივა.