სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

  1. მთავარი
  2. /
  3. სკოლები
  4. /
  5. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

სკოლის შესახებ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა გთავაზობთ განათლებას სამართლის მიმართულებით, ბაკალავრიატისა და სამაგისტრო საფეხურებზე და სახელმწიფო მმართველობის მიმართულებით – ბაკალავრიატის საფეხურზე.

სკოლის მიზანია სტუდენტებს შესთავაზოს განათლება, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე და ხელმისაწვდომ სტანდარტებს, შექმნას გარემო, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი აზროვნების, კანონის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების განვითარებას და სამეცნიერო კვლევას.

აკადემიური და სოციალური აქტივობები

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის პრიორიტეტებია: სწავლისა და კვლევისმაღალი ხარისხი, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმები, პრაქტიკული განათლება, გაცვლითი პროგრამები უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტებთან და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა.
სკოლას აქვს ყველა თანამედროვე რესურსი მაღალი სტანდარტებით სწავლებისათვის. საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად, სკოლა სტუდენტებს სთავაზობს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ ტექნიკურ რესურსებს, კერძოდ, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას მუდმივად განახლებული წიგნის ფონდით, საკონფერენციო დარბაზებს, იმიტირებულ სასამართლო დარბაზს; პერიოდულ, საერთაშორისო, რეცენზირებულ და ორენოვან სამეცნიერო ჟურნალსა (ISSN 2587-5051, e-ISSN 2587-5140) და სამართლის კლინიკას.

კარიერა და დასაქმება

პრაქტიკული კომპონენტის განსახორციელებლად, სტუდენტები გადიან სტაჟირებას პარტნიორ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კომპანიებში.

გაცვლითი პროგრამები

სკოლა უზრუნველყოფს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებს უცხოურ პარტნიორ უნივერსიტეტებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ–ფოსტა: lawfaculty@ibsu.edu.ge
ტელეფონის ნომერი: +995 32 2595006 (203)
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. თბილისი 0131 საქართველოოთახი: A314; 307.