ირაკლი შამათავა

ელ-ფოსტა: iraklishamatava@ibsu.edu.ge

სამართლის დოქტორი, პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი. 

2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, ხოლო 2016 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა (წარჩინებით). 2022 წელს, კავკასიის უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი: „მხარეთა უფლება-მოვალეობების თანაბარზომიერი დაცვის სტანდარტი სესხის ხელშეკრულებაში“. არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

ირაკლი შამათავა ასევე არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული. წლების მანძილზე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 

გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. სხვადასხვა პერიოდში 50-ზე მეტი სასერტიფიკატო კურსი გაიარა და არის ლიცენზირებული ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

ირაკლი შამათავას, გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ლიტერატურის დარგში მიღებული აქვს გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2016 წელს მას მიენიჭა პრემია ქალაქ ფოთის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2020 წელს პრემია „მანდარინები“ ქართულ-აფხაზური ურთიერთობისთვის, ხოლო 2022 წელს გახდა ნობელიანტ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი.

ირაკლი შამათავა თბილისის წიგნის XXII და XXIII ლიტერატურული ფესტივალების მონაწილე და მოდერატორია. 2023 წელს, მწერალთა სარეზიდენციო პროგრამის (Writer’s House Exchange Program; Residencia Literaria 1863, A Coruna, Spain) ფარგლებში იმყოფებოდა ესპანეთში, ლა-კორუნიაში, სადაც იმუშავა ავტობიოგრაფიულ წიგნზე. მისი მოთხრობები თარგმნილია აფხაზურ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, ყაზახურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

  • ირაკლი შამათავა., სესხის ხელშეკრულების სანოტარო წესით რეგისტრაცია, როგორც ეფექტური გადახდევინების და ვადამოსულ მოთხოვნათა გამარტივებული წესით აღსრულების მექანიზმი., International Black Sea University, LLC, აბრეშუმის გზის მე-19 საერთაშორისო კონფერენცია, 2024.
  • ირაკლი შამათავა, მაია ონიანი., ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით, გამარტივებული წარმოება საქართველოში / Simplified Proceedings in Georgia Regarding Requests for Payment of Monetary Debts(Sharing European Experience)/  International Black Sea University, LLC, აბრეშუმის გზის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია, 2022, 257-271. «https://silkroad.ibsu.edu.ge/wp-content/uploads/2023/11/Silk-Road-2022-Proceedings-Book.pdf»  
  • ირაკლი შამათავა, თათია უბერი., პირგასამტეხლოს წარმოშობის ისტორიული ექსკურსი, ევოლუცია და თანამედროვე ინტერპრეტაცია (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი), საქართველოში, International Black Sea University, LLC, აბრეშუმის გზის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია, 2020, 310-320, «file:///C:/Users/IBSU/Downloads/AbreshumisGzisXVDistanciuriSaertashorisoKonferencia_2020.pdf» 
  • ირაკლი შამათავა., თათია უბერი., შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უსაფრთხოების სტანდარტები და მათი იმპლემენტაციის საჭიროება ქართულ კანონმდებლობაში, International Black Sea University, LLC, აბრეშუმის გზის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია, 2019, 208-215. «https://dspace.tsu.ge/server/api/core/bitstreams/123a5143-7e37-4284-9345-b474e5e567e1/content»

სალექციო კურსების კატალოგი

  • საბანკო სამართალი
  • აკადემიური წერა
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციები
  • აკადემიური წერა და კვლევითი მეთოდები 
  • ადგილობრივი თვითმმართველობა
  • სამოქალაქო სამართალი (ზოგადი ნაწილი)