• IBSU-მ პროექტის ‘საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის’ ფინალს უმასპინძლა
    • 18/06/2025

    IBSU-მ პროექტის ‘საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის’ ფინალს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროექტის “საჯარო გამოსვლების ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის” ფინალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებში სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი შამათავამ პროექტის გამარჯვებული მოსწავლე სერტიფიკატითა და ბრენდირებული საჩუქრით დააჯილდოვა. კამპუსში ჩატარებულ ტრენინგებზე სკოლის მოსწავლეებმა ისწავლეს იდეების გასაგებად და დამაჯერებლად წარმოჩენა, ეფექტური საჯარო გამოსვლა/პრეზენტაციის მომზადება და სხეულის ენის სწორად გამოყენება.

  • IBSU-მ სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა
    • 16/06/2025

    IBSU-მ სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) სტუდენტური პროექტის ‘იმიტირებული სასამართლო’ ფინალს უმასპინძლა და გამარჯვებული მოსწავლეები ბრენდირებული საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. პროექტის ფინალურ შეხვედრას დაესწრო სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, პროფესორი ირაკლი შამათავა. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს უძღვებოდა IBSU-ს სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე ღიბრაძე. IBSU-ს სტუდენტური პროექტი მიზნად ისახავს: მონაწილეებს გააცნოს სასამართლო პროცესის სტრუქტურა; განუვითაროს სამართლებრივი მსჯელობისა და

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა IBSU-ს სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა გააცნეს
    • 12/06/2025

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა IBSU-ს სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა გააცნეს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლამ და ბიზნესის სკოლამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ IBSU-ს სტუდენტებს გააცნეს მათი უწყების ამოცანები, სპეციფიკა და კარიერული ზრდის პერსპექტივა. პროგრამის პრეზენტაციაზე სტუდენტებს განემარტათ შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის მოთხოვნები. საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამით

  • კრიმინალისტიკის საგნის ფარგლებში, უნივერსიტეტში იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოეწყო 
    • 10/06/2025

    კრიმინალისტიკის საგნის ფარგლებში, უნივერსიტეტში იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოეწყო 

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მხარდაჭერით, კრიმინალისტიკის საგნის ფარგლებში, უნივერსიტეტში მოეწყო იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება. იმიტირებული პროცესის ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს პროკურატურის პროკურორს, მოწვეულ ლექტორს, ირაკლი მინაშვილს. პრაქტიკული სამუშაოები კი განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტმა თამარ კაპანაძემ. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალობასთან. დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტმა გამოიყენა საგამოძიებო პროცედურებისთვის საჭირო რეალური ხელსაწყოები

  • ლუიჯი ვანვიტელის უნივერსიტეტის პროფესორებმა IBSU-ს სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანს იურიდიული ლიტერატურა გადასცეს
    • 30/05/2025

    ლუიჯი ვანვიტელის უნივერსიტეტის პროფესორებმა IBSU-ს სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანს იურიდიული ლიტერატურა გადასცეს

    ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის (Università degli Studi della Campania Luigi Vanvitelli, იტალია) შედარებითი კერძო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ანდრეა ბორონმა და დოქტორმა ფაბიო ზამბარდინომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანს, პროფესორ ირაკლი შამათავას პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტისთვის საჩუქრად იურიდიული ლიტერატურა გადასცეს. წიგნები გამოქვეყნებულია იტალიურ და ინგლისურ ენებზე, განკუთვნილია სტუდენტებისთვის, სამეცნიერო

  • IBSU-ს აფილირებული პროფესორი გოგა კიკილაშვილი ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტში იმყოფება
    • 28/05/2025

    IBSU-ს აფილირებული პროფესორი გოგა კიკილაშვილი ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტში იმყოფება

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აფილირებული პროფესორი გოგა კიკილაშვილი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Erasmus+ Staff Mobility For Teaching“ პროგრამის ფარგლებში ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიას უნივერსიტეტში (იტალია) იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, ასევე ქართული და იტალიური უნივერსიტეტების, სახელმწიფო დაწესებულებების და პროფესიული გაერთიანებების მონაწილეობით ერთობლივი აქტივობების ინიციირება და მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. სამუშაო

  • სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა
    • 21/05/2025

    სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი შამათავამ, იტალიაში, ლუიჯი ვანვიტელის კამპანიის უნივერსიტეტის (Università degli Studi della Campania Luigi Vanvitelli) სტიპენდია მოიპოვა სტიპენდიის ფარგლებში, 2025 წლის 19 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით, პროფესორი ირაკლი შამათავა გამართავს შეხვედრებსა და საჯარო ლექციებს უცხოელ კოლეგებთან – პროფესორ ანდრეა ბორონთან, პროფესორ ფაბიო ზამბარდინოსთან და უნივერსიტეტის

  • საჯარო გამოსვლის კონკური – “So You Think You Can Speak?!
    • 19/05/2025

    საჯარო გამოსვლის კონკური – “So You Think You Can Speak?!

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მხარდაჭერით და აფილ. ასოცირებული პროფესორის ეკატერინე ბაკარაძის უშუალო ხელმძღვანელობით, სამართლის სკოლის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურში – “So You Think You Can Speak?!”. დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდა სამართლის და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა, რომლის განცხადებით, საჯარო გამოსვლის

  • გერმანელი და ქართველი პროფესორების საჯარო ლექცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე
    • 14/05/2025

    გერმანელი და ქართველი პროფესორების საჯარო ლექცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც გერმანელი და ქართველი პროფესორები უძღვებოდნენ. სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა, ირაკლი შამათავამ. მან საჯარო ლექციაზე დამსწრე საზოგადოებას და სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უცხოელი და ქართველი პროფესორების