- 29/10/2021
IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კოზმინსკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში გავლილი სამართლის საგნების სერტიფიკატები გადაეცათ. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში ოთხი საგანი შეისწავლეს – EU Insurance Law, Multiculturalism, Multilingualism and Comparative Law, New Challenges for IP Law, Human Rights in Europe. სწავლება ინგლისურად, ონლიან, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავლილი საგნები სტუდენტებს კრედიტებში ჩაეთვალათ. კოზმინსკის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან ერთად ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებს. უნივერსიტეტსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ზურაბ აზნაურაშვილმა მოაწერეს. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან ერთად დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს დაეხმარება გამოიმუშაონ პრაქტიკული
გაცნობებთ, რომ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა „სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის თანამედროვე სამართლის ჟურნალში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება საარჩევნო სამართლის საზაფხულო სკოლა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ან სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. საზაფხულო სკოლა გაიმართება ონლაინ,Google Meet პლატფორმის მეშვეობით. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროცესი განხორციელდება 19 ივლისი-17 აგვისტოს პერიოდში.
2021 წლის 21 ივნისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩო, ეროვნული საკვალიფიკაციო და სამართლის დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული
ძვირფასო ავტორებო, მომავალო ავტორებო, მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ სტატიების კონკურსი თანამედროვე სამართლის ჟურნალისთვის. თანამედროვე სამართლის ჟურნალი (CLJ) არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მულტიდისციპლინარული და საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე რეცენზირებადი ჟურნალი, რომელიც მოიცავს შემდეგ რუბრიკებს: სამეცნიერო სტატიები, პრაქტიკოს იურისტთა ფორუმი, სტუდენტური ფორუმი, გამორჩეული სამეცნიერო ნაშრომების თარგმანები, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეები, მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები. ჟურნალის