• 01/05/2021

    საჯარო ლექცია “სასამართლო ხელისუფლება საქართველოში-არსებული გამოწვევები და გამოსავლის გზები”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “სასამართლო ხელისუფლება საქართველოში-არსებული გამოწვევები და გამოსავლის გზები” 🔎მოწვეული სპიკერი: სოფიო ასათიანი, ადამიანის უფლებების სამართლის მაგისტრი, ღია საზოგადოების ფონდი- ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი. ლექციის ჩანაწერი ხელმისაწვდომია სამართლის ფაკულტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

    • 28/04/2021

    სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები“

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „სისხლის სამართლის თანამედროვე გამოწვევები “ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ქართული ასევე უცხოური უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსა და პრაქტიკოს იურისტებს. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ▪️ნაშრომების მიღების ბოლო ვადა 7 ივნისი, 18:00 სთ; ▪️ნაშრომების შერჩევა დარგის სპეციალისტთა მიერ-7-14 ივნისი; ▪️მონაწილეთა ინფორმირება-15 ივნისი;

    • 27/04/2021

    საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები

     შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” ორგანიზებით იმართება საჯარო ლექცია თემაზე “საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები” მოწვეული სპიკერი:ლელი მუმლაძე- არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” – სამართლებრივი კონსულტანტი, სამართლის მაგისტრი შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის მეშვეობით. ლექციაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://docs.google.com/…/1FAIpQLSd4XuZ1Ugur4v…/viewform რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 5 მაისი,

    • 23/04/2021

    უფასო იურიდიული კონსულტაცია

    ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებითა და კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე არსებული სამართლის კლინიკა დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას. იურიდიული კონსულტაცია გულისხმობს სამართლებრივი რჩევის მიღებას ნებისმიერ საკითხზე და ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. დისტანციური კონსულტაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ სამართლის კლინიკას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით legalclinic@ibsu.edu.ge კლინიკა ახორციელებს

    • 06/04/2021

    სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენცია. „კომერციული სამართლის აქტუალური საკითხებიII “ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა.

    • 03/04/2021

    ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა: “სწავლა და სტიპენდიის მიღების შესაძლებლობები საფრანგეთში”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა: “სწავლა და სტიპენდიის მიღების შესაძლებლობები საფრანგეთში” სპიკერები: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები: ქეთევან ქურციკიძე, ნათია მსხალაძე შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

    • 01/04/2021

    საჯარო ლექცია – მედიის სამართლებრივი რეგულირება

    2021 წლის 15 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „მედიის სამართლებრივი რეგულირება“ 🔎 მოწვეული სპიკერი:ნათია კაპანაძე – იურისტი,მედიაექსპერტი, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორი. ლექციის ჩანაწერი ხელმისაწვდომია სამართლის ფაკულტეტის Facebook გვერდზე.

    • 24/03/2021

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტსა და Legal Service Group/ლიგალ სერვის გრუპი, გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია – Law Firm Of Giorgi Zarnadze ,Kakushadze Law Office-სა და LTD Law Firm Geto Project-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების კონსოლიდაციის გზით. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება

    • 23/03/2021

    TOLES

    TOLES – TEST OF LEGAL ENGLISH SKILLS შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო სამართლებრივი ინგლისური ენის – TOLES Legal საგამოცდო ცენტრს საქართველოში. TOLES Legal სერტიფიკატი აღიარებულია ბიზნეს სამართლის დარგში მსოფლიოს მოწინავე იურიდიული კომპანიების მიერ. გამოცდა, მეტწილად, ორიენტირებულია გრამატიკისა და ლექსიკის შემოწმებაზე. გამოცდა არის სამი დონის: FOUNDATION;HIGHER;ADVANCED 2021 წლის საგამოცდო თარიღები : 24 ივნისი/18