• 21/02/2020

    კურსი :აშშ-ს კონსტიტუცია, სამართლებრივი კვლევა და წერა

    კურსს წაიკითხავს ოკლაჰომას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი, პრაქტიკოსი იურისტი-დონ ჰოლადაი. შეხვედრის ადგილი: შზსუ A 505 კურსის ხანგრძლივობა: 9-20 მარტი

    • 07/02/2020

    კომერციული სამართლის აქტუალური საკითხები

    სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია კომერციული სამართლის აქტუალური საკითხები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ატარებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას კომერციული სამართლის აქტუალური საკითხები კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. შეხვედრის ადგილი : IBSU A 505 თარიღი: 17.02.2020 დრო: 15:00

    • 17/11/2019

    თბილისის საერთაშორისო ბიზნეს არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესი

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს თბილისის საერთაშორისო ბიზნეს არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსს და იწვევს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტების გუნდებს. კონკურსი ემსახურება გლობალური კომერციული მოლაპარაკებების კულტურის გავრცელებას, განსაკუთრებით კი შედარებითი სამართლის მეთოდოლოგიით. შეზღუდული ადგილების გამო, პალიკანტებს მოეთხოვებათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2018 წლის 20 ივნისამდე. შერჩეულ 8 გუნდს განსახილველი საქმე ტექნიკურ კრიტერიუმებთან ერთად მიეწოდებათ 2018

    • 12/11/2019

    სტაჟირების კონკურსი

    21 ნოემბერს 19:00 საათზე ა 503 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან. სპიკერი ნოტარიუსი: ნანი ბარბაქაძე თემა: სტაჟირების კონკურსი ძირითადი გზავნილი: ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობებია ნოტარიუსის პროფესიის დასაუფლებლად. სპიკერი ნოტარიუსები სტუდენეტებთან შეხვედრის ფარგლებში დეტალურად ისაუბრებენ სტაჟირების წესსა და პირობებზე – რა ეტაპებს და პერიოდს მოიცავს სტაჟირების პროგრამა და

    • 04/11/2019

    საჯარო ლექცია

    2019 წლის 26 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით დაიწყო მოწვეული სპიკერის პროექტი. 2019 წლის 31 ოქტომბერს პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის მესამე სტუმარი გახლდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ცაციაშვილი. მან ჩაატარა საჯარო ლექცია ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ და გააცნო სტუდენტებს რეაგირების

    • 03/10/2019

    საჩუქარი პირველკურსელებს

    საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი კობახიძემ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად საავტორო სახელძღვანელო- “კონსტიტუციური სამართალი”. 2019 წლის 2 ოქტომბერს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა ეკატერინე ბაკარაძემ და კონსტიტუციური სამართლის ლექტორმა ბატონმა ვახტანგ ჟვანიამ სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელ სტუდენტებს დაურიგეს აღნიშნული წიგნები და გააცნეს კონსტიტუციური სამართლის ზოგადი არსი.

    • 30/09/2019

    საჯარო ლექცია

    2019 წლის 26 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით დაიწყო მოწვეული სპიკერის პროექტი. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის პირველი სტუმარი გახლდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ბატონი ლევან თევზაძე. მოწვეულმა სპიკერმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: სამოსამართლო სამართალი. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ლექცია სამოსამართლო სამართლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ და მონაწილეობა

    • 23/09/2019

    საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

    2019 წლის 17 სექტემბერს, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან. ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს სასწავლო პროცესის ძირითადი კომპონენტები და რეგულაციები. ასევე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შინაგანაწესის, შეფასების სისტემის შესახებ. მათ აუხსნეს საგამოცდო პროცესის არსი, სტუდენტური ბაზისა და ელექტრონული პორტალის მოხმარების წესები. ასევე, სტუდენტები ინფორმირებულნი გახდნენ თავიანთი და ლექტორის უფლებების შესახებ.

    • 24/07/2019

    გარე მობილობა იბსუში

    იბსუში გადმოსვლის მსურველთათვის ყველა ის სასწავლო გრანტი და შიდა დაფინანსება იმოქმედებს, რომელიც უნივერსიტეტს აქვს. შეგახსენებთ, რომ იბსუში არაერთი შიდა გრანტი მოქმედებს, როგორიცაა ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი სტუდენტების დაფინანსება, ასევე, სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების შიდა გრანტებით უზრუნველყოფა და სხვა. გაეცანით სასწავლო პირობებსა და გრანტებს: https://goo.gl/514RL5 შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ! მობილობის წესით