- 02/04/2024
იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდული კლუბი „YOUTHTITIA“ დაფუძნდა, რომლის პრეზენტაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდული კლუბის პროექტი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარუდგინა, ხოლო ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული პლატფორმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა. ინოვაციური პროექტი განკუთვნილია იურიდიული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა სამართალმცოდნეობის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შეხვდა. ირაკლი შამათავამ სტუდენტებს სამომავლო პერსპექტივები გააცნო. ისაუბრა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე, ასევე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებასა და სამართლის კლინიკის გაძლიერებაზე. დეკანის განცხადებით, სამეცნიერო მიმართულებით ბევრი სიახლე დაიგეგმება, ინტენსიურად მოხდება პუბლიკაციების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და საადვოკატო ბიურომ „ბიბიქეი – ბიზნესი და სამართალი” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმეს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და საადვოკატო ბიუროს დირექტორმა სალომე ბეჟაშვილმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელი შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სასწავლო პრაქტიკის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იურიდიულ კომპანია “OK & CG”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს IBSU-ს რექტორმა კახა შენგელიამ და “OK & CG”-ის დირექტორმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელი შეუწყობს სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გაანალიზებას და განზოგადებას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შესაბამის სფეროში დარგობრივი უნარების გაღრმავებას და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას.
ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტი IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრზე მობილობის ფარგლებში მიღებას აცხადებს. აპლიკაციის საბოლოო ვადა: 29.12.2023 კონტაქტი: Iro@ibsu.edu.ge
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა თამარ ავალიანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “გამოხატვის თავისუფლება, როგორც საერთო ევროპული ღირებულება ევროკავშირის სამართლის მიხედვით”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს, რომელიც ქვეყნის მაშტაბით 1-11 დეკემბერს იმართება.
IBSU-ს უფასო პროექტის “სახელმწიფო მმართველობა მოსწავლეებისთვის” ფარგლებში, უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ორდღიანი ტრენინგების განმავლობაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გაეცნენ საჯარო მმართველობის საფუძვლებს და მის მნიშვნელობას. პროექტი ხელს უწყობს პრაქტიკული და სახალისო აქტივობების მეშვეობით კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება.“ ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი, დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საჯარო სამსახურის ბიურო გთავაზობთ რესურსებს და სახელმძღვანელოებს, რომლებიც განკუთვნილია არა მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის, არამედ განვითარების ნებისმიერი მსურველისთვის. ერთ სივრცეში არსებული რესურსები დაგეხმარებათ გაიზარდოთ პროფესიულად და განავითაროთ ზუსტად ის უნარები და ცოდნა, რაც კარიერაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო. ეწვიეთ ვებგვერდს და მიიღეთ უფასო წვდომა ელექტრონულ რესურსებზე – https://bit.ly/3SqfoHJ