• 24/07/2018

    სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი აშშ-ში

    5-7 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს გენერალურ შტაბბინაში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად, განათლების უფლების დაცვის შესახებ მე-15 ყოველწლიური საერთაშორისო სამიტი გაიმართა. პროექტში მონაწილე 64 ქვეყანიდან, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, პირველად წარსდგა საქართველო. ღია კონკურსის საფუძველზე სამიტზე მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 6 მონაწილე და 1 დელეგატი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავროპროგრამის მესამე კურსის

    • 28/06/2018

    სამართლის საზაფხულო სკოლა ქუთაისში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ზამთრისა და ზაფხულის სკოლების ფორმატში ყოველწლიურად მასპინძლობს 200-მდე მოსწავლეს (მე-10, მე-11 და მე-12 კლასი). 23-24 ივნისს ფაკულტეტი ესტუმრა ქალაქ ქუთაისს. ზაფხულის სკოლის მიზანი იყო არაფორმალური განათლების ფორმატში მოსწავლეებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ, გაეცნო მათი სპეციფიკა, გაეღვივებინა ინტერესი აქტუალური სოციალური პრობლემების ეფექტური გადაწყვეტის გზების ძიებისადმი, ასევე ეჩვენებინა მათი სწავლების

    • 21/06/2018

    სამართლის საზაფხულო სკოლა ქუთაისში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ზამთრისა და ზაფხულის სკოლების ფორმატში ყოველწლიურად მასპინძლობს 200-მდე მოსწავლეს (მე-10, მე-11 და მე-12 კლასი). ზაფხულის სკოლის მიზანია არაფორმალური განათლების ფორმატში მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ, გააცნოს მათი სპეციფიკა, გაუღვივოს ინტერესი აქტუალური სოციალური პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზების ძიებისადმი, ასევე აჩვენოს მათი სწავლების ის განსხვავებული მიდგომები, რომელიც უნივერსიტეტს გამოარჩევს

    • 05/06/2018

    შიდა მობილობის ვადები

    შიდა მობილობით დაინტერესებული სტუდენტებმა გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბრძანება. სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ იმ ფაკულტეტს, რომელზე გადასვლაც სურთ.

    • 28/05/2018

    შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში პირველი კურსის სტუდენტებისათვის

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 14 ივნისს სპეციალურად პირველი კურსის სტუდენტებისთვის გაიმართება შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში. პროექტის მიზანია იურიდიული პოროფესიის წარმომადგენლებში კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის პოპულარიზაცია და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარება. როგორც მოგეხსენებათ სამართლის ფაკულტეტის სარეიტინგო სისტემის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო პირობა გახლავთ, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა,ამიტომ გელოდებით, გამოსცადეთ თქვენი შესაძლებლობები. შეჯიბრით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები : სისხლის სამართალი

    • 25/05/2018

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის – ზაზა თავაძის საჯარო ლექცია

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის საჯარო ლექცია თემაზე – „კონსტიტუციური მართლმსაჯულება საქართველოში“ ღონისძიების ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციების, სტრუქტურისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების მოდელების შესახებ ევროპასა და ამერიკაში. შეხვედრის ბოლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის განახლდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

    • 22/05/2018

    მედიაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 24 და 25 მაისს 16:00 ა505 აუდიტორიაში გაიმართება ტრენინგი – მედიაციის არსი და მისი განვითარება ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რომელსაც წარუძღვება თეო კვირიკაშვილი, იურიდიული კომპანია J&T Consulting-ის იურისტი და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი მედიაცია არის დავის გადაწყვეტის მეთოდი, რომელიც მიმართულია ნებისმიერი სახის კონფლიქტის გადაჭრაზე მოლაპარაკებების გზით. ეს არის კონფლიქტის

    • 22/05/2018

    შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 7 ივნისს იმართება შეჯიბრი კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში. პროექტის მიზანია იურიდიული პოროფესიის წარმომადგენლებში კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის პოპულარიზაცია და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული ცოდნა გამოიყენონ პროფესიულ საქმიანობაში. მონაწილეები იმუშავებენ როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო სამართლის ფარგლებში შემუშავებულ კაზუსებზე. სამიზნე ჯგუფი: საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართალმცოდნეობის საბაკალავრო

    • 21/05/2018

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები

    17 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები“. ლექციის ფარგლებში სტუმარმა ინტერაქციულ რეჟიმში სტუდენტებთან ერთად განიხილა სამინისტროს ფუნქცია, სტრუქტურა, რეფორმები და დაქვემდებარებული უწყებები,ასევე გაგვიზიარა ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტებში არსებული აქტუალური პრეცედენტები.