- 14/03/2017
ეგროსი ახალაია გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ამჟამად სწავლობს სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურაზე სისხლის სამართლის მიმართულებით. პროფესიული კომპეტენციის მხრივ, ჩაბარებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო 2016 წლის დეკემბერში წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციის განხრით, სადაც მიიღო სამივე სპეციალიზაციაში მონაწილე 713 აპლიკანტ-იურისტს შორის წლის საუკეთესო შედეგი, კერძოდ 92
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გამართა გაცნობითი შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის ლექტორებთან. სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა ისაუბრეს სასწავლო პროგრამის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო სალექციო კურსის ხარისხის გაუმჯობესების გზების დასახვა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტუდენტთა შეფასების განახლებული სისტემა, ასევე მიმდინარე სემესტრში განსახორციელებელი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გამართა შეხვედრა მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებთან. სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა ისაუბრეს სასწავლო პროგრამის შესახებ. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მიმდინარე სემესტრში განსახორციელებელი პროექტები, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ფაკულტეტი გეგმავს იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებას
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გამართა გაცნობითი შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ლექტორებთან. სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა ისაუბრეს სასწავლო პროგრამის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო სალექციო კურსის ხარისხის გაუმჯობესების გზების დასახვა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტუდენტთა შეფასების განახლებული სისტემა, ასევე მიმდინარე სემესტრში განსახორციელებელი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს შეჯიბრს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სისხლის, სამოქალაქო და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ: იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართლის პროცესი და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. კონკურსში თითოეული მიმართულების მიხედვით მონაწილეობა შეუძლია ერთი
,, დემოკრატისა და ადამიანის უფლებებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების ჭრილში“. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აბრეშუმის გზის კვლევითი ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიაუნის მხარდაჭერით ატარებს მე -12 ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით: ,,დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებათა თანამედროვე გამოწვევები რეგიონალური პოლიტიკისა
ჰოლანდიაში, ქ. ამსტერდამში ჰუგო სინზიმერის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო შრომის სამართალში. ევროპის შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოდან პროექტში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები – ირაკლი დუაძე და თამარ ბაკარაძე. გუნდს ხელმძღვანელობდა შრომის სამართლის ექსპერტი ზაქარია შველიძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების პროექტში მონაწილეობას
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საჯარო გამოსვლის კონკურსში “So You Think You Can Speak ?!”. მონაწილეებმა გააკეთეს თანამდებობის პირების, საჯარო ფიგურებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლების იმიტაცია სამართლებრივ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, ასევე სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა საუკეთესო გამომსვლელს. ჟიურიმ გამოავლინა სხვადასხვა
25 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – ზაზა ხატიაშვილი. სტუმარი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ილიას ჩილოღლუს და გამართა საჯარო ლექცია, სადაც ისაუბრა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობაზე. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემაზე.