• 25/05/2023

    IBSU-ს სტუდენტები საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

    IBSU-ს სამართლის მესამე კურსის სტუდენტები, სისხლის საპროცესო სამართლის სალექციო კურსის ფარგლებში, პროფესორ ბესიკ მეურმიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, პირადად შეხვედროდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეს, რომელმაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. სასამართლოში ვიზიტი სასწავლო კურსში პრაქტიკული ელემენტების დანერგვას ემსახურება.

    • 24/05/2023

    საჯარო ლექცია – Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური

    IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის “სტაჟირების ხელშეწყობა” ფარგლებში, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური.” საჯარო ლექციას უძღვებოდნენ ლიკა ნოზაძე, მენეჯმენტის კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი, Talent Flow-ს დამფუძნებელი, და ნანა ყუფუნია, HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, Mega Consulting-ის დამფუძნებელი, და IBSU-ს მოწვეული ლექტორი.  

    • 22/05/2023

    IBSU-მ სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს უმასპინძლა

    IBSU-მ სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გვანცა დავითაშვილს უმასპინძლა. საჯარო ლექციის ფარგლებში, დავითაშვილმა სტუდენტებს ადამიანის უფლებების სწავლების მიმართულებით სახალხო დამცველის პრაქტიკა და რეკომენდაციები გააცნო. ასევე, მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრაზე განიხილა საუნივერსიტეტო გარემოში ადამიანის უფლებების სწავლების გამოწვევები.

    • 19/05/2023

    საჯარო ლექცია – რელიგიის გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე

    IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “რელიგიის გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე”, რომელსაც უძღვებოდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის უფროსის ყოფილი მოადგილე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო კავკასიის რეგიონის რელიგიურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და ჩვენი ქვეყნის უახლესი მოვლენების ანალიზს. შეხვედრას ესწრებოდნენ IBSU-ს სტუდენტები და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის კოორდინატორი თამარ კაკუტია.

    • 19/05/2023

    საჯარო ლექცია – რელიგიის გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე

    IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “რელიგიის გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე”, რომელსაც უძღვებოდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის უფროსის ყოფილი მოადგილე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო კავკასიის რეგიონის რელიგიურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და ჩვენი ქვეყნის უახლესი მოვლენების ანალიზს. შეხვედრას ესწრებოდნენ IBSU-ს სტუდენტები და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის კოორდინატორი თამარ კაკუტია.

    • 19/05/2023

    ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”

    IBSU-ს სტუდენტების, მანჩო გაჩეჩილაძის, გიორგი წიკლაურის, ბაჩო დეკანოიასა და მარი ლომუაშვილის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”. ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა შეისწავლეს სამართლის საფუძვლები, დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები ასრულებდნენ სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რომლებიც IBSU-ს  ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში

    • 19/05/2023

    საჯარო ლექცია უზბეკეთის სამართლებრივ სისტემაზე

    ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და მკვლევარმა, დავნოროვ დონიორბეკ აბდულო ოგლიმ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უზბეკეთის სამართლებრივ სისტემაზე ლექცია ჩაატარა. ინტერაქტიურ შეხვედრაზე, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის პროგრამაზე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსულმა ლექტორმა იურისტის პროფესიაზეც ისაუბრა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.  

    • 11/05/2023

    საჯარო ლექცია – საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა

    საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-მ არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის წარმომადგენელს, თინათინ ებანოიძეს უმასპინძლა, რომელმაც ორგანიზაციის წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობაზე. ასევე, შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტს ესტუმრა ორგანიზაცია Nemolchi.uz-ის დამფუძნებელი, უზბეკი ჟურნალისტი და აქტივისტი ირინა მატვიენკო. ირინა წლებია ქალებისა და გოგონების უფლებებს

    • 10/05/2023

    IBSU ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრების გამარჯვებულია

    IBSU-ს გუნდი ევროკავშირის სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრების გამარჯვებულია. სტუდენტური კონკურსის ფინალში მონაწილეობა საუკეთესო შედეგის მქონე რვა გუნდმა მიიღო. შეჯიბრების გამარჯვებული გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი თამარ ბლიაძის, მარიამ მღებრიშვილის, მანანა გაჩეჩილაძისა და ბიჭიკო დეკანოიას შემადგენლობით; იმიტირებული პროცესის საუკეთესო გამომსვლელად კი მარიამ მღებრიშვილი დასახელდა. IBSU-ს გუნდს ხელმძღვანელობდა პროფესორი დავით გეფერიძე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები –