• 12/04/2023

    IBSU-ს სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეწვივნენ

    IBSU-ს სამართლამცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ, სადაც სასამართლო სხდომებს დაესწრნენ და რეალურ გარემოში დაკვირდნენ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებს.  

    • 11/04/2023

    IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “სამართალი მოსწავლეებისთვის”

    IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებმა X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “სამართალი მოსწავლეებისთვის.” ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში 40-მდე მოსწავლე გაეცნო სამართლის საფუძვლებს, სამართლის დარგებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლო სისტემასა და სხვა რელევანტურ თემებს. ტრენინგის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, რაც IBSU-ში ჩაბარების შემთხვევაში 10%-იან გრანტს უზრუნველყოფს.

    • 06/03/2023

    IBSU-ს პანელური დისკუსია – ქალები მართლმსაჯულებისთვის

    IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე “ქალები მართლმსაჯულებისთვის.” უზენაესი სასამართლოს წარმატებულმა მოსამართლე ქალებმა, ეკატერინე გასიტაშვილმა, თამარ ოქროპირიძემ, ქეთევან ცინცაძემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა სასამართლო სისტემაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დისკუსიის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.

    • 28/02/2023

    სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობებისთვის

    USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გამოაცხადა სასწავლო კურსი სტუდენტებისა და სტუდენტური მოძრაობების წევრებისთვის, რომლებიც მუშაობენ ცვლილებებისთვის აკადემიურ სივრცეში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობენ საუნივერსიტეტო ცხოვრება ან/და განათლების სისტემა უკეთესობისკენ შეცვალონ. სასწავლო კურსის შესახებ: სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მონაწილეებს ექნებათ

    • 24/02/2023

    იმიტირებული სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში

    IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა. სტუდენტებმა ინგლისურ ენაზე განიხილეს სისხლის სამართლის დავა. სტუდენტები ესტუმრნენ მართლმსაჯულების მუზეუმსაც, სადაც დაცულია ისტორიული მნიშვნელობის მქონე ექსპონატები და უცხოეთის ქვეყნებიდან მოძღვნილი სამახსოვრო საჩუქრები. სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბაკარაძე.    

    • 28/12/2022

    სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სამართლის კლინიკა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრა

    სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სამართლის კლინიკა სასწავლო ვიზიტით ესტუმრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. კლინიკის სტაჟიორებმა, მარიამ მღებრიშვილმა და თამარ ბლიაძემ, კლინიკის ხელმძღვანელთან ასოც. პროფ ნონა ზუბიტაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადმინისტრაციულ დავაზე მიმდინარე სასამართლო პროცესში. აღნიშნული წარმოადგენს პრაქტიკული სწავლების ფორმატს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს უშუალოდ გაეცნონ სასამართლო წარმოების თავისებურებებს.

    • 10/12/2022

    IBSU-ს სტუდენტები სასწავლო ვიზიტით კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ბატონ ბესიკ მეურმიშვილის ხელმძღვანებლობით სტუდენტები გაეცნენ უახლეს კრიმინალისტიკურ ტექნიკას და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ ცდებში.

    • 09/12/2022

    IBSU-ში საჯარო ლექცია თემაზე: ,,ქალთა უფლებები საომარი ვითარების დროს – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: ,,ქალთა უფლებები საომარი ვითარების დროს – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა. საჯარო ლექციას ლალი დევიძე, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის ტრენერი, გაუძღვა. ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ ნებისმიერი სახის კითხვა და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე. ღონისძიება სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართა.

    • 08/12/2022

    IBSU-ში საჯარო ლექცია თემაზე: “ადამიანის უფლებები, როგორც კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მექანიზმი” გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე: “ადამიანის უფლებები, როგორც კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მექანიზმი” გაიმართა. ლექციას თამარ ავალიანი საჯარო სამართლის დოქტორი,  კონსტიტუციონალისტი, ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, ევროსაბჭოს და გაეროს ექსპერტი ადამიანის უფლებებში, გაუძღვა. თამარ ავალიანი არის ეუთოს ექსპერტი საარჩევნო მონიტორინგის საკითხებში.