• 30/11/2022

    IBSU-ს სტუდენტები ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის  ორი სტუდენტი, მარიამ ლომუაშვილი და მარიამ ედიბერიძე, 24 რჩეულთა შორის მოხვდნენ და ნაფიც მსაჯულთა იმიტირებულ სასამართლო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას. ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერითა და ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობით იმართება. პროექტის გახსნის ღონისძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში

    • 14/11/2022

    IBSU-ს უცხოელი მკვლევრები ეწვივნენ

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მკვლევრები ბერლინისა და რომის უნივერსიტეტიდან  ეწვივნენ. სტუმრებს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი ქეთევან ქოქრაშვილი და დეკანის მოადგილე ნონა ზუბიტაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.

    • 01/11/2022

    საჯარო ლექცია IBSU-ში: სამართლიანობა, როგორც სამართლის პრინციპი

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა სამართლის დოქტორის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის გია ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე: “სამართლიანობა, როგორც სამართლის პრინციპი”. ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იყო. განიხილეს უტილიტარიზმის, ლიბერტარიანიზმის, თავისუფლებისა და თანასწორობის თემები. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დაესვათ ნებისმიერი სახის კითხვა და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე. ღონისძიება სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართა.

    • 31/10/2022

    IBSU-ს „Vlachopoulos Rechtsanwaltskanzlei“ -ის მთავარი იურისტი და კომპანიის პროკურისტი თეა წიკლაური-რეგალი ესტუმრა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს, ინტერნაციონალიზაციის მიზნით, დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  მიუნხენის იურიდიული კომპანია – „Vlachopoulos Rechtsanwaltskanzlei“ -ის მთავარი იურისტი და კომპანიის პროკურისტი, თეა წიკლაური-რეგალი ესტუმრა.  თეა წიკლაური-რეგალი ფაკულტეტის ადმინისტრაციას შეხვდა, შემდგომი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ასევე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა „კორპორაციათა რეგულირების თავისებურებებზე გერმანიაში“.  

    • 20/10/2022

    პატრიკ მაკნალთის საჯარო ლექცია თემაზე “ამერიკის საკონსტიტუციო სამართალი”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში  პატრიკ მაკნალთის საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე, “ამერიკის შეერთებული შტაბების საკონსტიტუციო სამართალი”. შეხვედრა სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა და მას სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დაესწრო. საჯარო ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

    • 26/09/2022

    ევროპული სტანდარტების დანერგვა იურიდიულ პროფესიებში – სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები

    საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, შვედური ინსტიტუტის დაფინანსებითა და შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით, 23 სექტემბერს, იურიდიული პროფესიების განვითარების ფორუმი – “ევროპული სტანდარტების დანერგვა იურიდიულ პროფესიებში – სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები” ჩატარდა. ღონისძიების ერთ-ერთი ოფიციალური პარტნიორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო. შეხვედრის მიზანი იყო არსებულ პროფესიაში ბოლოდროინდელი, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების შედეგად არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების

    • 15/09/2022

    IBSU-ს სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამამ შვიდწლიანი, უპირობო აკრედიტაცია მიიღო

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო  პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა. როგორც IBSU-ს სამართლის სკოლის დეკანმა, პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა  თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით,  სამართლის სკოლის აკადემიური კორპუსის,  პოტენციური  დამსაქმებლებისა,  სტუდენტების აქტიური ჩართულობით. სამართლის სკოლა მადლობას უხდის პროგრამის შედგენაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის

    • 22/07/2022

    IBSU-ს სამართლის ორენოვანი ჟურნალი აცხადებს სამეცნიერო სტატიების კონკურსს

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამდეროვე სამართლის ორენოვანი (ქართ/ინგ.) ჟურნალი აცხადებს სამეცნიერო სტატიების კონკურსს ჟურნალის 2022 წლის ნომრისთვის. სტატიების მიღების ვადაა 2022 წლის 22 ივლისიდან 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ავტორებისათვის:   სტატიების წარდგენის უფლება აქვს: საქართველოს/უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალსა და მოწვეულ ლექტორებს; პრაქტიკოს იურისტებს, დოქტორანტებსა და სამართლის მაგისტრებს (საქართველოს/უცხო ქვეყნის

    • 20/07/2022

    IBSU-ს სამართლის ფაკულტეტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობით უმასპინძლა საერთაშორისო სიმპოზიუმს „ეკონომიკური დანაშაული ევროკავშირსა და საქართველოში“

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობით, IBSU-ს კამპუსში უმასპინძლა საერთაშორისო სიმპოზიუმს „ეკონომიკური დანაშაული ევროკავშირსა და საქართველოში“. სიმპოზიუმი გახსნა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა. იგი მიესალმა სიმპოზიუმის მონაწილეებს და ისაუბრა სიმპოზიუმის გამორჩეულ მნიშვნელობაზე ეკონომიკური დანაშაულის კვლევის მიმართულებით. აგრეთვე მადლობა გადაუხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციებს