- 05/05/2022
ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანაორგანიზებით 2022 წლის 2 მაისს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მსოფლიო გლობალური გამოწვევები“. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა შზსუ-ს რექტორი, ბატონი საფფეტ ბაირაქთუთანი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. გამოიცა კონფერენციის სტატიათა კრებული – „მონოგრაფიების სერიიდან – მსოფლიო გლობალური გამოწვევები“ (https://doi.org/10.36073/978-9941-28-871-5).
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამომცემლობამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალში ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული გამოსცა. დღეს IBSU-ში კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული შედგენილია ნინო ხარატის, ზურაბ აზნაურაშვილის, ნიკა ასვანუასა და თამარ დევდარიანის მიერ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მხარდაჭერით. კრებულის მიზანია, ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს მიღებული თეორიული ცოდნის შეფასებასა და განმტკიცებაში. ტესტები შედგენილია მოქმედი ადმინისტრაციული
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ონლაინ) კონფერენციის ელ-ფოსტა: gloria@ibsu.edu.ge კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 21 მაისი. კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ : აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს; დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს; დამოუკიდებელ მკვლევარებს. მონაწილეობის ფორმები: მოხსენების წარდგენა ინდივიდუალურად და ჯგუფურად; კონფერენციაში ჩართვა მონაწილის
სტაჟირების პროგრამა მომავალი იურისტებისთვის. პროექტი შედგება ნაწილისგან. თეორიული ნაწილი: რომლის მიმდინარეობისას მონაწილეები მოისმენენ მოქმედი და პრაქტიკოსი იურისტების ლექციებს. იურისტის უნარ ჩვევებისა და პროცესის მიმდინარეობის შესახებ. პრაქტიკული ნაწილი: მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და მოირგებენ პროკურებისა და ადვოკატების როლს. პროექტის ფარგლებში ყველა მონაწილე გამოვა პროცესზე, როგორც მხარე და ნაფიც მსაჯულებისთვის შეეცდება საკუთარი პოზიციის დამტკიცებას. პრაქტიკული ნაწილი დაფუძნებულია შეჯიბრობითობის
6 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამართლის დოქტორის, ზვიად გაბისონიას საჯარო ლექცია, თემაზე “ხელოვნური ინტელექტი და სამართალი”. ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფაზებსა და მის სამართლებრივ სუბიექტუნარიანობაზე. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, საერთაშორისო საკანონმდებლო პრაქტიკასა და საქართველოში მიმდინარე ტენდენციებზე. მონაწილეებმა იმსჯელეს პერსონალური მონაცემების დაცვისა და
5 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამართლის დოქტორის, სიმონ ტაკაშვილის საჯარო ლექცია, თემაზე “შრომის სამართალი და და სასამართლო პრაქტიკა”. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა შრომის სამართლის თანამედროვე გამოწვევებზე, საკანონმდებლო სიახლეებზე და ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე. ლექციას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა, თინათინ ქიმბარიშვილმა და გოგა შავერდაშვილმა 1 თვიანი სტაჟირება გაიარეს რუსთავის მერიაში. პროექტი ,,მართე შენი ქალაქი” ითვალისწინებდა თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას (მათ შორის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების) და ქალაქის მართვაში სტუდენტთა ჩართულობას. პროგრამის დასრულებისას ქალაქის მერმა სტაჟიორებს დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა ქეთევან ქოქრაშვილმა და იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ შუდრამ, ჩაატარეს ვებინარი უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე “სტუდენტის უფლებები”. ვებინარზე სტუდენტები გაეცვნენ მათ უფლებებს ეროვნული კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მარეგულირებელი დოკუმენტების შესაბამისად.
ევროპის უნივერსიტეტი, სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას კომერციული მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში. შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის, თუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 – მე-4, ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. შეჯიბრის გამართვამდე მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას მედიაციაში, რომელსაც გაუძღვება პროექტის ხელმძღვანელი – სოფიო დუღაშვილი, რომელიც წარმოადგენს ევროპის უნვერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, სსიპ ,,საქართველოს მედიატროთა ასოციაციის“ დამფუძნებელ წევრ