ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

  1. მთავარი
  2. /
  3. სკოლები
  4. /
  5. ბიზნესის სკოლა
  6. /
  7. სადოქტორო პროგრამები
  8. /
  9. ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს შემდეგი უნარები:

  1. გაანალიზონ და ჩამოაყალიბონ შესაბამისი საკვლევი კითხვები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამის სფეროებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას; შეიმუშავონ და განახორციელონ კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგიები პრაქტიკაში, რაც მათ საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ ცოდნა თავიანთ სფეროებში.
  2. გამოიყენონ თანამედროვე ბიზნესის ადმინისტრირების თეორიები სხვადასხვა ბიზნეს პრობლემების გასაგებად და გადასაჭრელად, რეკომენდაციების შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.
  3. გამოავლინონ ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, რათა აქტიურად მიიღოსნ მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში, ნაყოფიერად ითანამშრომლონ საერთაშორისო კვლევით ჯგუფებში და გამოაქვეყნონ  სტატიები ინდექსირებულ ჟურნალებში.

 

დასაქმების სფერო

დოქტორის ხარისხი, როგორც წესი, აუცილებელია აკადემიური კარიერისთვის ან/და სამთავრობო უწყებებში დასაქმებისათვის.

უფრო დეტალურად, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის დასაქმების სფეროება:

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც აკადემიურ, ისე ადმინისტრაციულ თანამდებობებზე სასწავლო პროცესის წარმატებული განვითარების უზრუნველსაყოფად;
  • სამეცნიერო დაწესებულებები (კერძოდ: ისეთ საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც კვლევითი ინსტიტუტები ბიზნეს გარემოში);
  • საჯარო და კერძო ბიზნეს კომპანიები;
  • როგორც დამოუკიდებელი ბიზნეს ექსპერტები.
  • სახელმწიფო უწყებები;

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობა

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოცემულ პროგრამაზე სწავლის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომი. გარდა იმ პირისა, რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს,  გავლის საფუძველზე მიენიჭა. პროგრამის მოთხოვნაა ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით. თუ კანდიდატი ფლობს უცხოური მაგისტრის დიპლომს ან მის ეკვივალენტს, რომელიც სათანადოდ არის აღიარებული შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით, კანდიდატის დიპლომის/მიღებული კრედიტების ნამდვილობა უნდა დადასტურდეს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

საქართველოს მოქალაქე  დოქტორანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ინფორმაცია საგანმანათლებლო და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე)
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ქონა
  • საკვლევი თემის პროექტი ინგლისურ ენაზე
  • უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში ჩაინიშნება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა)
  • გასაუბრება
  • შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://iro.ibsu.edu.ge/admissions/

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 4500 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 დოლარი

თუ ხარ IBSU– დოქტორანტი, სადოქტორო პროგრამაზე ისწავლი უფასოდ, თუ წარმოადგენს ერთ-ერთ შემდეგ სერტიფიკატს:

  • GMAT-ის მინიმალური ქულა 550 – ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამისათვის;

სპეციალური მოთხოვნ

ზემოაღნიშნული სერტიფიკატებიდან რომელიმეს ფლობის შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა მიმართო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის კვირის ბოლომდე  არ წარადგენ სასურველ განაცხადს, ავტომატურად კარგავ შესაბამისი სემესტრში შეღავათით სარგებლობის უფლებას.

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 3 წელი, 60 ECTS

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

  1. პროგრამის კოორდინატორი: ასოც.პროფ.დოქტ. მეთინ მერჯანი
  2. ტელ:(+995 32) 2 800 064 (119)
  3. ელ-ფოსტა: graduateschool@ibsu.edu.ge
  4. ოთახი: A308

პროგრამა