- 30/10/2025

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კომპანიას Grant Thornton, რომლის წარმომადგენლებმაც ბიზნესის სკოლის სტუდენტებს გააცნეს კომპანიის საქმიანობა, კარიერული შესაძლებლობები და დასაქმების პერსპექტივები. კომპანიის წარმამადგენლებმა თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს მონაწილეებს და უპასუხეს მათ კითხვებს კარიერული განვითარების საკითხებზე. Grant Thornton – საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 140-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და სთავაზობს ორგანიზაციებს აუდიტის, გადასახადებისა და ბიზნეს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მე-11 საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციაში, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა. კონფერენციამ, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის 250-მდე მონაწილე გააერთიანა, სტუდენტებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა თავიანთი მარკეტინგული ხედვები და კვლევითი შედეგები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმოეჩინათ. IBSU-ს სტუდენტებმა ღონისძიებაზე წარადგინეს საკუთარი კვლევითი ნაშრომები მომხმარებელთა ქცევაზე სოციალური მედია მარკეტინგის გავლენის შესახებ, სადაც
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძემ, კონფერენციაზე: International Conference on Interdisciplinary Research and Trends, 2025 უხელმძღვანელა სესიას: მდგრადი განვითარება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძე, ალაბამას უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ორგანიზებული 6 თვიანი ვირტუალური საზაფხულო სკოლის Virtual Summer School in Entrepreneurship Research 2025 (VSSER-25) კურსდამთავრებულია. VSSER-25 საზაფხულო სკოლის მიზანი იყო სამეწარმეო კვლევების სფეროში კვლევითი პოტენციალის გაძლიერება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამების ხელმძღვანელმა, ნია თოდუამ, ISPC 2025-ის მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „ციფრული მენეჯმენტი სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის“ უხელმძღვანელა სესიას „ციფრული ინოვაცია, საზოგადოება და მდგრადობა გლობალურ კონტექსტში“. სესიაზე, რომლის მოდერატორიც ნია თოდუა იყო, განიხილეს შემდეგი საკითხი: „ხელოვნური ინტელექტი უმაღლეს განათლებაში: ChatGPT-ის გავლენა სტუდენტების სასწავლო ქცევაზე“. ISPC საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 2021 წლიდან ყოველწლიურად აერთიანებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის ეკა დევიძის სტატია: ,, Sustainable Waste Management as a Means of Maintaining Green Resort Status (The Case of Nabeglavi, Zoti, Sanislia, and Bakhmaro Resorts)” გამოქვეყნდა Springer კრებულში ,,Proceedings of 9th International Conference on Applied Economics and Business (ICAEB 2025)”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში: ,, 9th International Conference on Applied Economics and Business”, იგი ხელმძღვანელობდა სესიას: ,,Consumer Green Behavior and Sustainable Practices”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში: ,, 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐂𝐨𝐧𝐟𝐞𝐫𝐞𝐧𝐜𝐞 𝐨𝐧 𝐓𝐨𝐮𝐫𝐢𝐬𝐦 𝐒𝐭𝐚𝐭𝐢𝐬𝐭𝐢𝐜𝐬 𝐚𝐧𝐝 𝐄𝐜𝐨𝐧𝐨𝐦𝐢𝐜 𝐂𝐨𝐧𝐭𝐫𝐢𝐛𝐮𝐭𝐢𝐨𝐧 – (𝐈𝐂𝐓𝐒𝐄𝐂-𝟐𝟓) და გააკეთა მოხსენება თემაზე: ,,Challenges of Bachelor Degree English Sector Programs in Tourism”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის განვითარების პროგრამაში International Faculty Development Programme (IFDP) at Chandigarh University (2025) და გააკეთა მოხსენება თემაზე: ,,Integrated Approach for Educational Tourism Product Development while Taking Sustainability Goals as Priority”