• 07/09/2021

    იბსუ-ში დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორის ვორქშოფი ჩატარდება

    კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ბაკალავრიატის მეოთხე კურსისა და სამაგისტრო სტუდენტებისთვის 13-24 სექტემბერს დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი მარიო ნიუგებაუერი სემინარს Telepresence Robot ჩაატარებს. სემინარში მონაწილეობას დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის HTW  ექვსი მაგისტრანტი სტუდენტიც ჩაერთვება. სემინარის პირველი ეტაპი, 13-17 სექტემბერს ონლაინ ჩატარდება.  იბსუ-ს და HTW დრეზდენის ორივე გუნდი იმუშავებენ თავიანთ უნივერსიტეტებში. ონლაინ ლექციები და ერთობლივი სესიები დაეხმარება

    • 26/08/2021

    სტუდენტური თვითმმართველობის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დელეგატის ინიციატივით ტარდება გამოკითხვა, სწავლის პროცესის გაგრძელების ფორმასთან დაკავშირებით:

    1) გადავწიოთ თუ არა აკადემიური კალენდარი 6 სექტემბრიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე და დაველოდოთ სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, თუ დავიწყოთ ლექციები დისტანციურად? 2) სტუდენტების ზოგადი მიდგომა: მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რა ფორმატში ურჩევნიათ სასწავლო პროცესის წარმართვა, დისტანციურად თუ აუდიტორიაში? მადლობა ყურადღებისთვის, პატივისცემით, შზსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა

    • 26/08/2021

    სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

    გაცნობებთ, რომ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო

    • 29/06/2021

    შიდა მობილობის ვადები

    ძვირფასო სტუდენტებო, შიდა მობილობის ვადებია: 16 – 22 ივლისი (2021) გთხოვთ, განცხადების შესავსებად მოცემულ ვადებში მიმართოთ ქრისტინა ლაზარიდს: klazaridi@ibsu.edu.ge განცხადების ლინკი: დააკლიკე აქ

    • 25/06/2021

    საზაფხულო სკოლა

    ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ საზაფხულო სკოლაში იწყება რეგისტრაცია. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 ივლისი. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ: klazaridi@ibsu.edu.g

    • 25/06/2021

    საინფორმაციო შეხვედრა კომპანია EPAM-ის წარმომადგენლებთან

    24 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებსა და კომპანია EPAM-ის წარმომადგენლებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში ფრონტ ენდის რეგიონში ცნობილი უფასო კურსის დანერგვასთან დაკავშირებით. თავად კურსზე ინფორმაცია შეგიძლიათ საიტზე ნახოთ – https://rs.school/georgia/. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე მხარეს, სამომავლოდ დაიგეგმა თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი

    • 29/03/2021

    კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის მსურველი აბიტურიენტების საყურადღებოდ!

    ძვირფასო აბიტურიენტებო, კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. როგორც უკვე გაცნობეთ, უნივერსიტეტი აკრედიტირებულ რეჟიმში ახორციელებს კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამას. აბიტურიენტთა 2021 წლის ცნობარის მომზადების პერიოდში, აღნიშნული პროგრამა გადიოდა ხელახალ აკრედიტაციას და არ იძებნებოდა აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. მიმდინარე წლის 19 მარტს პროგრამამ გაიარა ხელახალი აკრედიტაცია და აისახა აბიტურიენტთა ელექტრონულ ბაზაში. გმადლობთ,

    • 24/02/2021

    სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

    გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთაობაზე, არიან

    • 25/01/2021

    მობილობა იბსუში

    შპს–შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ! გამოცხადდა 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა. მისი ეტაპები შემდეგია: 2021 წლის 28 იანვრიდან – 2021 წლის 8 თებერვლის 18.00 საათამდე.- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ რეგისტრაციის და მობილობის საფასურის გადახდის ვადა; 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 11 თებერვლის ჩათვლით – პორტალზე მობილობით გადმოსვლის პროცესის დადასტურების შემდეგ მობილობის მსურველი სტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის  შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის წარმოდგენა; 2021 წლის 10 თებერვლიდან 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით