- 05/12/2018
კონკურენციის საერთაშორისო დღე 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ დაამტკიცა ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები. 2010 წელს 5 დეკემბერი გამოცხადებულ იქნა კონკურენციის საერთაშორისო დღედ. ამ დღის აღსანიშნავად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა ღონისძიებები რომელთა მიზანია კონკურენციის ადვოკატირება. კონკურენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 5 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე მოეწყო სემინარი თემაზე: ‘Digital Economy,
Sorry, this entry is only available in Eng.
20 ნოემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით Bitcoin Embassy Georgia-ს დამაარსებელმა ბატონმა ალექსი სუდაძემ გამართა საჯარო ლექცია თემაზე: “Blockchain-ი და კრიპტოვალუტები – ახალი ტიპის ფინანსური ურთიერთობების დაწყება, საერთაშორისო დამოუკიდებელი და ავტონომიური სისტემა .”
19 დან 22 ნოემბრის ჩათვლით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მასპინძლობს კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის 10 პოლონელ სტუდენს და პროფესორს ქალბატონ მონიკა სადის. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სტუდენტების ჯგუფი ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში, მონაწილეობას მიიღებენ ლექცია-სემინარებში და ასევე, მათთვის სპეციალურად დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ინიციატივით, 15 ნოემბერს გაიმართა „სოციალური საწარმოების II #B2B გამოფენა“. ღონისძიება მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს, ასევე სხვადასხვა სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას, ცნების პოპულარიზაციასა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში. B2B გამოფენის ფორმატით წელს, საქართველო „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ინიციატივით უერთდება „სოციალური
Sorry, this entry is only available in Eng.
2018 წლის 6 ნოემბერს დაიწყო პროექტ “ბიზნეს ანბანი”-ს მორიგი ტრენინგი. პროექტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა პროექტის კოორდინატორმა თამუნა პაპასკირმა. შემდეგ მონაწილეებს მიმართეს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა ასოც. პროფ. დოქტ. მაკა ბუღულაშვილმა და მარკეტინგის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა პროფ. დოქტ. კახაბერ ჯაყელმა. გაცნობითი შეხვედრის შემდეგ 80-მდე სკოლის
🏆🥇🏅🎖️🏆 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოთხმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო 27 ოქტომბერს გამართულ, დაპროგრამებაში სტუდენტთა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, რომელშიც 57 გუნდი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. გუნდები შემდეგი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული: IBSU 1: ნიკოლოზ სვანიძე, ნიკა ნარუშვილი, მარიამ ქსოვრელი IBSU 2: სანდრო მირუაშვილი, ლევან ოდიშვილი, იოსებ მატიაშვილი IBSU 3: ბადრი თათარაშვილი, გიორგი ინჯგია,
არ გაუშვათ შანსი ხელიდან! ძვირფასო სტუდენტებო! გერმანული კომპანია ,, EXORIENS’’ აპირებს საქართველოში ფილიალის გახსნას, სადაც ჭირდებათ ახალი კადრები. კომპანია ,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში’’ ჩაატარებს სემინარსა და ვორქშოფს 2018 წლის 11 ნოემბერს (09:00-დან 17:00 საათამდე), სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ კომპანიისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ. დასწრების მსურველები, გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/k4nG9O9iCbj0gIJt2