- 23/05/2018
19-20 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები. გამოვლინდა ნაკრების 4 წევრი, რომლებიც ინტენსიური მზადების შემდეგ გაემგზავრებიან ინფორმატიკის 30-ე მსოფლიო ოლიმპიადაზე (იაპონია, ქ. ცუკუბა,1-8 სექტემბერი). გამოვლინდა ასევე ნაკრების ოთხი რეზერვისტი, რომლებიც გუნდთან ერთად გაივლიან მზადებას თბილიში 8-30 ივნისს. დასკვნითი ერთკვირიანი შეკრება გაიმართება ბაკურიანში მხოლოდ ნაკრების 4 წევრისათვის უშუალოდ გამგზავრების წინ,
თუ თქვენი ოჯახის წევრი დაინტერესებულია არქიტექტურით და არის მე-10,მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე კურსებზე ისარგებლებს ფასდაკლებით ^_^ ☀😊შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით 18 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით არქიტექტურის საზაფხულო სკოლა ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მე-10,მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაირონ შემდეგი კურსები: ✓ შესავალი არქიტექტურაში ; ✓ შესავალი არქიტექტურული კომპოზიციის
19-20 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტური. 🖱️ ⌨️ შესარჩევ ტურში, მონაწილეობას მიიღებენ ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში (მე-8 კლასამდე, 9-10 და 11-12 კლასები) გამოვლენილი 10-10 საუკეთესო მოსწავლე. შესარჩევ ტურზე გამოვლინდება ეროვნული ნაკრების წევრი 4 მოსწავლე. ნაკრები .1-8 სექტემბერს იაპონიაში, ქალაქ ცუკუბაში გამართულ მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრება🙌
DAAD-ის წარმომადგენლები, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის დეკანთან ერთად, პროექტის “University Business Partnership” ფარგლებში ესტუმრნენ პარტნიორ კომპანიებს, როგორიცაა Smartweb და Orient Logic. შეხვედრებზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
2018 წლის 1 მაისს ვიშეგრადის პროექტის „ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა დოქტორ მარცინ ოციესზაკის კოზმინისკის უნივერსიტეტიდან (პოლონეთი). დოქტორ ოციესზაკმა ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა თემაზე: “ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში – პოლონეთის გამოცდილება”. სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა პოლონეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის პროცესში და საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმების