• 11/12/2017

    შეხვედრა გაცვლით პროგრამაში მონაწილე აკადემიურ პერსონალთან

    ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით 11 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გაცვლით პროგრამაში მონაწილე პერსონალის მიღწევები, ჩატარებული კვლევები და ასევე სალექციო კურსზე, რომელსაც ისინი ესწრებოდნენ, მიღებული გამოცდილება. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა უნივერსიტეტში ყოფნის დროს მიღებული შთაბეჭდილებები და გამოცდილება.

    • 08/12/2017

    საჯარო ლექცია “შესავალი მანქანური სწავლება და მისი გამოყენება”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტები მონაცემთა სპეციალისტს, ვინჩენცო ლაგანის შეხვდნენ. ვინჩენცო ლაგანი იტალიელი მეცნიერია,რომელიც სტატისტიკური მეთოდების განვითარებაზე, პროგრამული ინსტრუმენტების ანალიზსა და მაღალ განზომილებიან მონაცემთა ინტეგრაციაზე მუშაობს. ლექციაზე მან ისაუბრა მონაცემთა ანალიზის მეთოდებზე და მათ აპლიკაციებზე, ასევე, სხვადასხვა პროგრამებზე, რომლებიც მონაცემთა სტატისტიკის ანალიზისთვის და ამ სფეროს სამომავლო განვითარებისთვის გამოიყენება.  

    • 08/12/2017

    (Eng) Rector’s meeting with the Olympiad participants

    • 07/12/2017

    საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელთა მშობლებთან

    2017 წლის 7 დეკემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა პირველკურსელ სტუდენტთა მშობლებს. შეხვედრა გახსნა და ფაკულტეტის თანამშრომლები წარადგინა ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა თეა კბილცეცხლაშვილმა. ფაკულტეტის წარმომდგენლებმა გააცნეს სტუმრებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ისაუბრეს გაცვლით პროგრამებსა და იმ მრავალფეროვან პროექტებზე, რომლებსაც ფაკულტეტი სთავაზობს სტუდენტებს. შეხვედრის დასასრულს, მშობლებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ ლექტორებს და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან

    • 06/12/2017

    კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი-გიორგი ჯვარიძე

    კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტი გიორგი ჯვარიძე გიორგი ჯვარიძე #იბსუ -ს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია მონაცემთა ინჟინერიის, მონაცემთა მეცნიერების და განაწილებული გამოთვლების მიმართულებით. ის დუბლინში, კომპანია Zalando-ში მუშაობს, რომელიც ევროპაში უდიდესი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიაა.

    • 04/12/2017

    კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის კვირეული დაიწყო❕❕❕ დღე №1!🖥️💻💡