- 24/11/2017
2017 წლის 24 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის ეკონომისტს, საქართველოს რეზიდენტის მისიაში, გიორგი ლუარსაბიშვილს. მან ისაუბრა კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე,რომელიც საქართველომ პარტნიორების მხარდაჭერით, რომელთაგან ერთ-ერთი აზიის განვითარების ბანკია, დაიწყო.რეფორმა ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის გამყარებას და ეხმარება საფონდო ბირჟების განვითარებას. ის გამოიწვევს, ადგილობრივ ვალუტაში, ლიკვიდური კაპიტალური ბაზრის განვითარებას გრძელვადიანი ფინანსური რესურსებით; ფინანსური სისტემის დივერსიფიკაციას
21 ნოემბერს, 13 საათზე, ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა ტურიზმისა და ბრენდინგის საერთაშორისო ექსპერტს, ქ-ნ ანასტასია პეტრენკოს. მან სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ასევე მსოფლიოში მიღებული სტანდარტები, თანამედროვე მიდგომები და ინოვაციები ტურიზმისა და ბრენდინფის სფეროში. როგორც გამომცემლობა „იდენტურობის“ თანადამფუძნელმა, ქ-მა ანასტასიამ შზსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სახელმძღვანელო „ბრენდის იდენტობა, წარმატების რეცეპტი“, რომელშიც მოცემულია განმარტება, როგორ უნდა შეიქმნას კომპანიის
18 ნოემბერს, ბიზნესის კლუბმა მოაწყო ღვინის ტური კახეთში, სოფელ წინანდალში, კომპანია შუმში. აღნიშნულ ვიზიტის განმავლობაში სტუდენტებმა მოინახულეს იშვიათი ჯიშების საკოლექციო ვენახი,ინფორმაცია მიიღეს ღვინის დაძველების შესახებ და უშუალოდ გაეცნენ მომზადების პროცესს. ტურის განმავლობაში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და ბოლოს კი დაეგემოვნებინათ აღნიშნული კომპანიის პროდუქტი. ბიზნესის კლუბი მადლობას უხდის კომპანია შუმს მასპინძლობისათვის და ვიმედოვნებთ,
2017 წლის 16 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტი შეხვდა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ფაკულტეტის მიერ დაგეგმილი ბიზნესის ადმინისტრირების ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობას. კურსდამთავრებულები გაეცნენ პროგრამის სტრუქტურას, სასწავლო გეგმას და იმ კოპეტენციებს რაც პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად მიიღწევა. შეხვედრის ფარგლებში კურსდამთავრებულებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრება პროგრამის შესახებ და ფაკულტეტის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი რეკომენდაციები.
2017 წლის 8 ნოემბერს ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა უმასპინძლა ბიზნეს ანბანის პროექტის იმ მონაწილეებს, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ. შეხვედრა დატვირთული იყო მონაწილეთა ემოციებითა და მოლოდინებითა. ფაკულტეტის წევრებმა სტუდენტებს რჩევებიც მისცეს. „ბიზნეს ანბანის“ პროექტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. დღემდე პროექტში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა მოსწავლემ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით. ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და
Sorry, this entry is only available in Eng.
სამშაბათს, 7 ნოემბერს, 12:00 საათზე უმსხვილესი ჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური” გამართავს შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე საუბარი იქნება არსებულ ვაკანსიებზე, რომელსაც “კარფური” სთავაზობს სტუდენტებს. შეხვედრა გაიმართება საკონფერენციო დარბაზში.
მოგესალმებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარისერის დაგეგმვის სამსახური ყოველ წელს ატარებს დასაქმების ფორუმს, სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოში არსებული სხვადასხვა კომპანია. მოხარულნი ვიქნებით თუ დაგვდებთ პატივს და მიიღებთ მონაწილეობას ჩვენს დასაქმების ფორუმში 28 ნოემბერს 10:00 დან 16:00 მდე. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ : კომპანიის ბანერი, ლოგო, ასევე ინფორმაცია იმ პირის შესახებ ვინც დაესწრება თქვენი მხრიდან