• 24/08/2016

    სტაჟირების შესახებ ინფორმაცია

    ძვირფასო სტუდენტებო, ჩვენ გაცნობებთ, რომ მემორანდუმი უნდა დარეგისტრირდეთ იმ კომპანიასთან, რომელსაც აპირებთ სტაჟის სახით მუშაობისთვის და ხელი მოაწერონ მემორანდუმს 2 სექტემბრამდე. თუ მემორანდუმს ვადამდე არ მოუტანია, ვერ მიიღებთ ამ კურსს. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მემორანდუმს ბატონ ოგან ერეს. ვისაც ხელმძღვანელობა სჭირდება სათანადო კომპანიების მოძიებაში, გთხოვთ, ეწვიოთ შზსუ-ს კარიერა დაგეგმვის ცენტრს.

    • 01/06/2016

    სტუდენტებთან შეხვედრა – “მაღალი GPA”

    20 მაისს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ იმ სტუდენტებს, ვისაც ყველაზე მაღალი საშუალო ქულა აქვს. შეხვედრის მიზანი იყო ფაკულტეტზე წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო, აკადემიური და სოციალური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა. აღსანიშნავია ისიც რომ, სტუდენტებს მიეცათ შესაძლობლობა გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები როგორც სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით, ასევე სოციალურ საკითხებზე. ფაკულტეტი მომავალშიც გააგრძელებს მგსავს შეხვედრებს სტუდენტებთან.

    • 18/05/2016

    ვიზიტი ტექნოპარკში (18.05.2016)

    18 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტები ტექნოპარკში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ტური ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისათვის. ისინი გაეცნენ უახლესი ტექნოლოგიების მუშაობის და გამოყენების პრინციპებს.

    • 05/05/2016

    ვიზიტი კომპანია Singular-ში

    4 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები ეწვივნენ კომპანია Singular-ის თბილისის ოფისს. სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს კომპანია და როგორ თანამშრომლებს ეძებენ ისინი.  

    • 05/05/2016

    “SEED OF HOPE” ლექციების სერია შზსუ-ში

    ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Seed of Hope 13,14 და 15 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს გამართა, რომელსაც ჰარვარდის, ბრენდის, იელის, ბერკლის, ბოსტონის, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. გთავაზობთ პრეზენტაციებს ტექნიკური სფეროდან: Financial Engineering Machine Learning A DevOps approach to Cloud Based Software Delivery  

    • 04/05/2016

    ტრენინგი მეწარმეობაში – DAAD-ის პროექტის ფარგლებში

    25 დან 28 აპრილის ჩათვლით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიამ უმასპინძლა DAAD-ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგს მეწარმეობაში. პროექტის სახელწოდებაა-უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობა, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებაზე დაყრდნობით ყირგიზეთსა და საქართველოში 2015-2018. ტრენინგი ჩატარდა როგორც სტუდენტებისათვის, ისე თანამშრომლებისათვის და მას გერმანელი პროფესორი მარკ ბანასზაკი უძღვებოდა. სტუმარმა სტუდენტებისათვის განკუთვნილ ტრენინგზე ისაუბრა მეწარმეობის არსის, მისი ელემენტების და ბიზნეს

    • 18/04/2016

    შზსუ-ს დასაქმების გამოფენის ფორმა

    მოგესალმებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვის ცენტრი აწყობს დასაქმების გამოფენას 20 აპრილის 10:30-დან 15:00-მდე. გთხოვთ ინფორმაცია გააზიაროთ სხვა სტუდენტებთანაც და ასევე შეავსოთ ბმულზე მოცემული ფორმა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გამოფენის დასაგეგმად მომავლისთვის. იხილეთ ფორმა ამ ბმულზე

    • 15/04/2016

    სემინარი პარალელურ გამოთვლებში

    21 აპრილს, 12:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით, პარალელური გამოთვლების შესახებ გაიმართება სემინარი. შეხვედრას პორტუგალიის ბრაგანცას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ხოსე კარლოს რუფინო ამარო გაუძღვება. მას აქვს დოქტორის ხარისხი განაწილებულ და პარალელურ სისტემებში. ასევე, იგი არის ინფორმატიკის მიმართულების კოორდინატორი ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ხოსე კარლოს რუფინო ამარო ლექციებს კითხულობს ისეთ საგნებში, როგორიცაა: ოპერაციული სისტემები,

    • 14/04/2016

    შეხვედრა DAAD-ის ”უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობა” პროგრამის ფარგლებში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში DAAD-ის ”უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობა” პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და DAAD-ის პროექტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განიხილეს როგორც პროგრამის მიზნები და მიმდინარეობის პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი.