• 11/09/2016

    ს ა ჯ ა რ ო ლ ე ქ ც ი ა!!!

    12 სექტემბერს, 12:00 საათზე IBSU-ს სტუმრად ეწვევა ჩვენი ფაკულტეტის ინფორმატიკის პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ჯვარიძე, რომელიც ამჟამად მუშაობს “Zalando  Company” ირლანდიაში. ის ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე “DATA SCIENCE”. ლექცია გაიმართება B301 აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია.

    • 07/09/2016

    სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა!!!

    თუ ხართ დაინტერესებული web-development-ით, ასევე ფლობთ საბაზისო უნარებს ამ სფეროში და გსურთ გაიაროთ სტაჟირება წარმატებულ კომპანიაში, რომელიც სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გთავაზობთ დასაქმებას, იაქტიურეთ და მოგვწერეთ დაუყოვნებლივ, რადგან ხვალ, ხუთშაბათს, 8 სექტემბერს, 12:00 საათზე, IBSU-ში გაიმართება შეხვედრა კომპანია LLC WiFisher-ის წარმომადგენელთან, რომელიც უნივერსიტეტს სტუმრობს სწორედ თქვენი დასაქმების მიზნით. შეხვედრაზე დასწრების საშუალება მიეცემა მხოლოდ 4 სტუდენტს,

    • 25/08/2016

    DAAD Exchange Program

    Attention!!! CTE Faculty offers DAAD exchange program with scholarship in cooperation with West-Saxon University of Applied Sciences, Zwickau,Germany. Those who are interested should register on German Language Elective Course. For more information and consultation about the program please visit Project Coordinator Sophio Dvalishvili every Wednesday at 4 p.m. A314 or contact via email or Skype: sdvalishvili@ibsu.edu.ge.

    • 24/08/2016

    სტაჟირების შესახებ ინფორმაცია

    ძვირფასო სტუდენტებო, ჩვენ გაცნობებთ, რომ მემორანდუმი უნდა დარეგისტრირდეთ იმ კომპანიასთან, რომელსაც აპირებთ სტაჟის სახით მუშაობისთვის და ხელი მოაწერონ მემორანდუმს 2 სექტემბრამდე. თუ მემორანდუმს ვადამდე არ მოუტანია, ვერ მიიღებთ ამ კურსს. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მემორანდუმს ბატონ ოგან ერეს. ვისაც ხელმძღვანელობა სჭირდება სათანადო კომპანიების მოძიებაში, გთხოვთ, ეწვიოთ შზსუ-ს კარიერა დაგეგმვის ცენტრს.

    • 01/06/2016

    სტუდენტებთან შეხვედრა – “მაღალი GPA”

    20 მაისს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ იმ სტუდენტებს, ვისაც ყველაზე მაღალი საშუალო ქულა აქვს. შეხვედრის მიზანი იყო ფაკულტეტზე წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო, აკადემიური და სოციალური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა. აღსანიშნავია ისიც რომ, სტუდენტებს მიეცათ შესაძლობლობა გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები როგორც სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით, ასევე სოციალურ საკითხებზე. ფაკულტეტი მომავალშიც გააგრძელებს მგსავს შეხვედრებს სტუდენტებთან.

    • 18/05/2016

    ვიზიტი ტექნოპარკში (18.05.2016)

    18 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტები ტექნოპარკში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ტური ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისათვის. ისინი გაეცნენ უახლესი ტექნოლოგიების მუშაობის და გამოყენების პრინციპებს.

    • 05/05/2016

    ვიზიტი კომპანია Singular-ში

    4 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები ეწვივნენ კომპანია Singular-ის თბილისის ოფისს. სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს კომპანია და როგორ თანამშრომლებს ეძებენ ისინი.  

    • 05/05/2016

    “SEED OF HOPE” ლექციების სერია შზსუ-ში

    ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ Seed of Hope 13,14 და 15 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს გამართა, რომელსაც ჰარვარდის, ბრენდის, იელის, ბერკლის, ბოსტონის, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. გთავაზობთ პრეზენტაციებს ტექნიკური სფეროდან: Financial Engineering Machine Learning A DevOps approach to Cloud Based Software Delivery  

    • 04/05/2016

    ტრენინგი მეწარმეობაში – DAAD-ის პროექტის ფარგლებში

    25 დან 28 აპრილის ჩათვლით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიამ უმასპინძლა DAAD-ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგს მეწარმეობაში. პროექტის სახელწოდებაა-უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობა, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებაზე დაყრდნობით ყირგიზეთსა და საქართველოში 2015-2018. ტრენინგი ჩატარდა როგორც სტუდენტებისათვის, ისე თანამშრომლებისათვის და მას გერმანელი პროფესორი მარკ ბანასზაკი უძღვებოდა. სტუმარმა სტუდენტებისათვის განკუთვნილ ტრენინგზე ისაუბრა მეწარმეობის არსის, მისი ელემენტების და ბიზნეს