თანამედროვე სამართლის ჟურნალი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალი ‘თანამედროვე სამართლის ჟურნალი’ წარმოადგენს პერიოდულ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად გამოცემას, რომლის მიზანია სამეცნიერო, კვლევითი, პრაქტიკული საქმიანობისა და აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობა.
შავი ზღვის რეგიონის განათლების ჟურნალი
ჟურნალის მიზანია გამოაქვეყნოს მაღალი ხარისხის ნაშრომები, რომლებიც საერთაშორისო (ან მინიმუმ რეგიონული) მნიშვნელობისაა. ჟურნალი ორიენტირებულია კვლევისა და პრაქტიკის კოლაბორაციაზე, პროფესიული განვითარებასა და განათლების სფეროში პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. გამოსაცემად მიღებული ნაშრომები შემოწმებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ აკადემიური მთლიანობის უზრუნველსაყოფად. ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ეხება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში განათლების მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალი
ჟურნალი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (JH) არის IBSU-ს ოფიციალური სამეცნიერო რეფერირებული მულტიდისციპლინური და რეცენზირებული, მეცნიერულად ინდექსირებული ჟურნალი, რომელიც გამოიცემა წელიწადში ორჯერ ჟურნალი წარმატებით გამოიცემა 2012 წლიდან. ჟურნალი შეიცავს სტატიებს პედაგოგებისთვის, მკვლევარებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისთვის და მეცნიერებისთვის. ჟურნალის მიზანია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში წვლილის შეტანა. ჟურნალი აერთიანებს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ამერიკული ლიტერატურა, ამერიკული კულტურა და მულტიკულტურული კვლევები, ამერიკელი ქალების ისტორია, გენდერული კვლევები, ამერიკის ისტორია, ფსიქოლოგია, ენა, ფილოსოფია, გეოგრაფია, ამერიკული პოპ კულტურის ისტორია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, უსაფრთხოების საკითხები, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, პოლიტიკა და სხვა.
ბიზნესის ჟურნალი
ბიზნესის ჟურნალი (JB) არის IBSU-ს ბიზნესის სკოლის ოფიციალური სამეცნიერო, მრავალდისციპლინური ჟურნალი, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოიცემა. ჟურნალი აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს ბიზნესის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც კონცენტრირებულია ბიზნესის საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე. ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესკვლევებთან დაკავშირებული იდეებისა და კვლევის შედეგების გავრცელებას და შესთავაზოს მკითხველს ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო თემებზე.
ტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჟურნალი
ტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჟურნალი (JTST) არის საერთაშორისო აკადემიური ჟურნალი, რომელიც აქვეყნებს სტატიებს ტექნიკურ მეცნიერებებში, მათ შორის მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში. ჟურნალს გააჩნია ბეჭდურ და ონლაინ ვერსიები. ჟურნალი აქვეყნებს სამეცნიერო კვლევების შედეგებს ტექნიკური მეცნიერებების ყველა ზემოხსენებულ დარგში და ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ სფეროებში ახალ მიღწევებსა და აპლიკაციებზე. JTST მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიო მასშტაბით იდეებისა და გამოცდილების გაცვლას მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ. ჟურნალი საინტერესოა როგორც სამეცნიერო, ისე კვლევითი ინსტიტუტების მკვლევარებისთვის, ასევე უნივერსიტეტების აკადემიური და კვლევითი პერსონალისთვის.
სოციალურ მეცნიერებათა ჟურნალი
სოციალური მეცნიერებების ჟურნალი (JSS) არის IBSU-ს მულტიდისციპლინური და ინდექსირებული ჟურნალი, რომელიც გამოიცემა წელიწადში ორჯერ. ჟურნალი წარმატებით გამოდის 2012 წლიდან. ჟურნალი აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს სოციალური მეცნიერებების სფეროში, რომლებიც კონცენტრირებულია პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე, აგრეთვე სფეროს კვლევებზე, განსაკუთრებით კი შავი ზღვის ფართო რეგიონზე. ჟურნალის მიზანია გააანალიზოს სხვადასხვა საკითხები და მიაწოდოს მკითხველს ახალი პერსპექტივები სოციალური კვლევების თემებზე, რომელიც მიიღწევა სხვადასხვა სფეროში ინოვაციური და ანალიტიკური სტატიების გამოქვეყნებით.