[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია IBSU-ში კელი დეგნანმა გახსნა

01.11.2022

ამერიკისმცოდნეობის მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კელი დეგნანმა გახსნა.

როგორც საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, წლებია ამერიკის საელჩო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორები არიან, რათა განავითარონ ამერიკის მცოდნეობის პროგრამა საქართველოში.

„ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ინგლისურის სწავლა. სტუდენტები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, ისინი იკრიბებიან არა მხოლოდ მთელი რეგიონიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც, მათ შორის ამერიკიდან. ერთად მსჯელობენ და საუბრობენ ისეთ მულტიდისციპლინარულ თემებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ამერიკისთვის ასევე, საქართველოსთვის“ – აღნიშნა ელჩმა.

უნივერსიტეტის რექტორის დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მაღალ დონეს ადასტურებს კურსდამთავრებულთა განათლების მაღალი ხარისხი და ამერიკის საელჩოს მუდმივი თანადგომა უნივერსიტეტის და ამ პროგრამების მიმართ.

როგორც სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ოთხი სესია მუშაობდა, რომელზეც გახილეს პოლიტიკის, ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, ქალთა უფლებების, განათლების, ხელოვნებისა და ეკონომიკის საკითხები.

„მეცნიერებთან ერთად სესიებში მონაწილეობას იღებენ ამერიკისმცოდნეობის სამივე საფეხურის პროგრესული და წარმატებული სტუდენტები, მათ შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ თავიანთი ნაშრომები და ჩაერთონ დისკუსიებში“.- აღნიშნა პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილმა.

კონფერენციის გახსნის ღონისძიება თბილისს მერიის ბიგ ბენდის კონცერტით დასრულდა.

ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში 42 ქართველი და უცხოელი მკვლევარი მონაწილეობდა. 2022 წლის რიგით მე-13 კონფერენცია ა.შ.შ.-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს მიეძღვნა.