[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

გამოქვეყნდა IBSU-ს პროფესორის, თემურ გუგუშვილის სტატია Mountain Research and Development-ში 

29.10.2024

გამოქვეყნდა სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის აფილ. ასისტ. პროფესორის, თემურ გუგუშვილის სტატია მთის კვლევისა და განვითარების ჟურნალში: 𝐌𝐨𝐮𝐧𝐭𝐚𝐢𝐧 𝐑𝐞𝐬𝐞𝐚𝐫𝐜𝐡 𝐚𝐧𝐝 𝐃𝐞𝐯𝐞𝐥𝐨𝐩𝐦𝐞𝐧𝐭 (MRD), Impact Factors: 1.7 (2-year); 1.8 (5-year).

ჟურნალი წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს მთის მდგრადი განვითარების მიმართულებით. სტატია გამოქვეყნდა ქართულ-შვეიცარული სამეცნიერო გუნდის მიერ.

სტატიის სათაურია: From Tradition to Innovation: The Pioneers of Mountain Entrepreneurship in the Lesser Caucasus – ტრადიციიდან ინოვაციამდე: ინოვაციური მეწარმეობა მცირე კავკასიონის მთიან რეგიონში, რომელიც ეხება მთიან რეგიონებში ეკონომიკურ ცვლილებებს, კერძოდ, ტრადიციული სოფლის მეურნეობიდან მრავალფეროვან სამეწარმეო “ეკოსისტემისაკენ” სვლას. ჩვენი მიგნებები წარმოაჩენს მცირე მეწარმეებისთვის არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამის კაპიტალის ფორმებზე წვდომა, მათ შორის გრანტებზე, ადგილობრივი ეკონომიკების ტრანსფორმაციისთვის.