გამოიცა კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი
16.05.20242024 წლის 30 აპრილს გამოიცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი (გამოცემა 8, N1) “ტექნიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები (JTST)”;
ჟურნალის მიზანია ტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი გაცნობა;
ჟურნალის ახალ ნომერში წარმოდგენილია როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.
ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://jtst.ibsu.edu.ge/jms/