[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

პროფ. დალი ოსეფაშვილი DAAD-ს სტიპენდიის ფარგლებში აიხშტატ-ინგოლშტატის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

02.08.2024

IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი დალი ოსეფაშვილი DAAD-ს მოკლევადიანი სტიპენდიის ფარგლებში, კვლევითი ვიზიტით 2 თვე გერმანიაში, აიხშტატინგოლშტატის უნივერსიტეტში იმყოფებოდა. გარდა იმისა, რომ IBSU-ს პროფესორს ჰქონდა კვლევით პროექტზე მუშაობისა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ალგორითმულ პერსონალიზაციასთან დაკავშირებით, ეს მივლინება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დალი ოსეფაშვილის ინიციატივით, განიხილეს და დაიგეგმა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობები.