[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

უცხოური ენების ცენტრის ხელმძღვანელი სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციას დაესწრო

17.06.2024

IBSU-ს უცხოური ენების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე არჩვაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა თურქეთში, სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში, უცხოური ენების სკოლის ორგანიზებით. კონფეენციის თემა იყო “The Future of Language Education: Adapting to a Changing Landscape.”

ეკატერინე არჩვაძის ნაშრომმა „ Developmental Approach to Peer Observation” წარმოაჩინა  კოლეგების ურთიერთდაკვირვების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში  და მისი როლი უცხოური ენების სწავლების გაუმჯობესების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაშინ, როცა უმაღლესი განათლების ბევრ დაწესებულებას არ აქვს დანერგილი მსგავსი პრაქტიკა და არ არის  სათანადოდ გაცნობიერებული მისი დადებითი მხარეები, რაც საშუალებას აძლევს პროფესორ-მასწავლებლებს კოლეგიალობის პრინციპებზე დაყრდნობით უკეთესობისკენ შეცვალონ სწავლების მეთოდები და იზრუნონ  სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო პლატფორმების წარმომადგენლებმა, რამაც ხელი შეუწყო საინტერესო დისკუსიების გამართვას მნიშვნელოვან აკადემიურ ნაშრომებზე დაყრდნობით და გამოავლინა პროფესიული კავშირების შექმნის უამრავი შესაძლებლობა.