IBSU აბრეშუმის გზის მე-18 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
19.10.2023შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრადიციული,
ორდღიანი კონფერენციის თემატიკა მოიცავს რუსეთის მიერ წამოწყებულ კონფლიქტს უკრაინაში და მის გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მომიჯნავე რეგიონებზე.
კონფერენციის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია), ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის აღმოსავლეთ აზიის შესწავლის ცენტრი, გამოყენებითი ფსიქოლოგიის კოლეჯი (ჩეხეთი) და სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი.
აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციის მიზანია რეგიონში და მის გარეთ ეკონომიკურ-პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების მეცნიერული ანალიზი, ექსპერტთა მოსაზრებების ურთიერთგაცვლა და პრობლემატურ საკითხებთან მიმართებაში ოპტიმალური გამოსავლის გზების ძიება.