[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

IBSU-ს საერთაშორისო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ENDORSE 2023 – The European Data Conference on Reference Data and Semantics“

28.03.2023

IBSU-ს საერთაშორისო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა მარინა რაზმაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ENDORSE 2023 The European Data Conference on Reference Data and Semantics, რომელიც ყოველწლიურად 500-ზე მეტ მონაწილეს უყრის თავს მსოფლიოს მასშტაბით.

აღნიშნულ კონფერენციაში წელს 600 მეტმა მონაწილემ და 80-მა მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა. მომხსენებლები წარმოადგენდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან, ასევე მონაწილეობდნენ კერძო სექტორის და  სხვადასხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები.

კონფერენციას საქართველოდან მხოლოდ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ესწრებოდა, რომელმაც მოხსენებაც წარადგინა.

დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე:

https://op.europa.eu/en/web/endorse-2023

https://op.europa.eu/en/web/endorse-2023/speakers-corner