[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამეცნიერო სიახლეები

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით IBSU-ში გაიმართა ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”

11.11.2024

UNESCO-ს ეგიდით დაფუძნებულ “მეცნიერების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარებისა და მიღწევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში მეცნიერების როლის ხაზგასმას.

ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახა შენგელიამ, რომელმაც ისაუბრა მეცნიერების როლსა და აკადემიური პერსონალის, ისევე, როგორც ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობასა და მხარდაჭერაზე. ასევე, აუდიტორიას სიტყვით მიმართა პრორექტორმა კვლევით დარგში, პროფესორმა, დოქტორმა, თეა კბილცეცხლაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოლიტიკის სტრატეგია, ინსტიტუციის ხედვა, კვლევებისადმი მიდგომა და სამომავლო გეგმები, რა მიმართულებით აპირებს უნივერსიტეტი კვლევითი მიმართულების განვითარებას, რათა გახდეს მეცნიერული კუთხით უფრო პროდუქტიული.

ღონისძიება 3 პანელისაგან შედგებოდა: პირველი პანელი მიეძღვნა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მეცნიერების მოხსენებებს მეცნიერების განვითარებისა და უახლესი მიღწევების შესახებ, თანამედროვე ტრენდებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების როლს; მეორე პანელი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის როლს, ხოლო მესამე პანელზე მეცნიერებმა წარმოადგინეს სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარების ხედვა. ღონისძიება ემსახურებოდა მეცნიერების როლის მნიშვნელობის საჭიროების განსაზღვრას საზოგადოებისთვის, ცოდნის გადაცემასა და გამოცდილების გაზიარებას.

10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს მეცნიერებს პროფესიულ დღეს და ნაყოფიერ, მნიშვნელოვანი აღმოჩენებით სავსე სამეცნიერო საქმიანობას უსურვებს მათ.