
2022 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ, ჰუმანიტარულ და განთლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით XIII ყოველწლიური ამერიკისმცოდნეობის კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია მიეძღვნება ა.შ.შ.-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს.
ამერიკიმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტრადიციულად IBSU-ში ტარდება საქართველოში ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით და მას ხსნის ამერიკის ელჩი. ჩვენთვის დიდი პატივია იმის აღნიშვნა, რომ 2008 წლიდან დღემდე ექვს ელჩს აქვს მონაწილეობა მიღებული კონფერენციაშ. კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული ხასიათის სტატიებით წარმოდგენილნი არიან ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები; სტატიების თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს ზესახელმწიფოს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს.
პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევებიც, რაც დიდ სტიმულს აძლევს ჩვენს მომავალ ახალგაზრდა მეცნიერებს.