განათლების ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

განათლების ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროგრამის აღწერა

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს განათლების სფეროს პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ ადმინისტრირებისათვის ღრმა სისტემურ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს (კვლევა; განათლების სისტემაში არსებული ადამიანური და ფინანსური პროცესების დაგეგმვა,  მართვა, შეფასება, მონიტორინგი და განვითარება) და იცავენ პროფესიულ ეთიკის ნორმებს. აგრეთვე, პროგრამის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ თვით- და ურთიერთშეფასება,  დამოუკიდებელად სწავლის სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება.

დასაქმების სფერო

ადმინისტრაციული მუშაკი განათლების სფეროში – საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალი. კურსდამთავრებულს შეუძლია იმ სამთავრობო თუ არა-სამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში დასაქმება, რომლებიც მუშაობენ განათლების საკითხებზე. ასევე, არის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.

დაშვების წინაპირობა

სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე).

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გარდა ამისა, პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში და ინგლისურ ენაში (B2 დონე). მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაზე სწავლების ენა არის ქართული, მნიშვნელოვანია, სტუდენტს გააჩნდეს ინგლისური ენის კომპეტენცია, რადგან განათლების ადმინისტრირების სფეროს მნიშვნელოვან საკითხებზე სამეცნიერო ლიტერატურა შედარებით მწირია; შესაბამისად, აუცილებელია, რომ სტუდენტმა მოახერხოს ინგლისურ ენაზე არსებული უახლესი მასალის გაცნობა.

ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა ინგლისურენოვანი საგანმანთლებლო პროგრამის დასრულების შედეგად ან აქვთ ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL IBT, IELTS, FCE, CAE, CERTUS და ა.შ). აგრეთვე, ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს დამთავრებული უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში მისი ნიშნების საშუალო(GPA)  არის სულ მცირე 75 (100-დან) ან 3 (4-დან).

 

სწავლის საფასური და შეღავათები

საქართველოს მოქალაქეებისთვის3540 ლარი
საერთაშორისო სტუდენტებისთვის9900 ლარი
ინფორმაცია სწავლის დაფინანსებაზე, სტიპენდიაზე და შეღავათებზე ხელმისაწვდომია: www.ibsu.edu.ge/ge/internal-grants/

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
სწავლების ენა: ქართულენოვანი
პროგრამის მოცულობა: 2 წელი (120 ECTS კრედიტი)

შეღავათები:

-20% საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაციას გაივლიან სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრული ვადებში.

(* სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში, ფასდაკლება მოქმედებს დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
  2. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge
  3. ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (151)
  4. პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია

პროგრამა