განათლების ადმინისტრირება – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Image Alt

განათლების ადმინისტრირება

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

პროგრამის აღწერა

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს განათლების ადმინისტრირების ღრმა ცოდნა და განათლების ადმინისტრირების მაგისტრის სათანადო კვალიფიკაცია, რათა ისინი გახდნენ ნამდვილი ლიდერები ამ სფეროში და თანამდროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების ადმინისტრატორები, რომლებიც დაეხმარებიან საკუთარ ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის უკეთეს განვითარებას; მოამზადოს განათლების ადმინისტრატორი როგორც ზოგადპედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებში, ისე განათლების ადმინისტრირების კერძო საკითხებში, ისეთებში, როგორიცაა ლიდერობა განათლებაში და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განათლების სისტემის მართვაში; სტუდენტებს ჩამოუყალიბდეთ არამარტო სათანადო ცოდნა და უნარები, რომლებიც დაეხმარებათ მათ საკუთარ ქვეყანაში ან მის საზღვრებს გარეთ დასაქმებაში, არამედ ავტონომიურობა – საკუთარი ცოდნის გაღრმავების მიზნით სწავლის შემდგომ საფეხურზე (დოქტორანტურაში) და დამოუკიდებლად გაგრძელების უნარი. ღირებულებათა შორის, რომლებიც ჩამოუყალიბდებათ კურსდამთავრებულებს, მნიშვნელოვანია ქონდეს განათლების ადმინისტრირების სფეროს კვლევისა და პრაქტიკული მუშაობის მიმართ ღრმა ინტერესი და ჰუმანისტური და სტუდენტზე ორიენტირებული პედაგოგიკის პრინციპებისადმი პატივისცემა.

დასაქმების სფერო

ადმინისტრაციული მუშაკი განათლების სფეროში (სახელმწიფო სტრუქტურები, დაკავშირებული განათლების ადმინისტრირებასთან, სასწავლებლები, განათლების საკითხებთან დავავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები). განათლებასთან დაკავშირებული სასწავლო კურსების ლექტორი, საგნობრივი მასწავლებელი. ასევე, შეუძლია გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში.

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება

  1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გარდა ამისა, აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს ორიდან ერთ-ერთ პირობას: ბაკალავრის ხარისხი უნდა ჰქონდეს განათლებაში ან განათლებაში მუშაობის (მასწავლებლად, ადმინისტრატორად) სულ ცოტა ერთი წლის გამოცდილება. ასევე, პირს შეიძლება გავლილი ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა.
  2. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა წარმატებით ჩააბარონ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდა, ხოლო უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვა ხდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით. გარდა ამისა, პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები. ინგლისურენოვანი პროგრამების კურსდამთავრებულები აბარებენ გამოცდას სპეციალობაში, ხოლო დანარჩენები – სპეციალობის გარდა აბარებენ გამოცდას ინგლისურ ენაში, რომელიც შეესაბამება B2 დონეს (თუ მათ არ გააჩნიათ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი).

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული:
www.iro.ibsu.edu.ge
მისანიჭებელი ხარისხი:  განათლების მაგისტრი განათლების ადმინისტრირებაში
სწავლების ენა: ქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS
სწავლის საფასური: 3540 ლარი
სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 7800 ლარი

შეღავათები:

  1. -20% სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც შზსუ-ში რეგისტრაციასგაივლის 2019 წლის 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
  2. -15% დედმამიშვილები ერთი ოჯახიდან.

(სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს  დარჩენილ სწავლის საფასურზე)

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა
  2. ელ-ფოსტა:  graduateschool@ibsu.edu.ge
  3. ტელ: (+995 32) 2595005/06/07 (147)
  4. პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია(147)