[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ინგლისური ფილოლოგია (ინგლისურენოვანი)

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის მიზანი

  1. პროგრამის მიზანია მოამზადოს ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი – სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფს მათ წარმატებით დასაქმებას ქართულ შრომის ბაზარზე და ასევე მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომის ბაზარზე.

1.1. პროგრამის მიზნია კურსდამთავრებულები ფლობდნენ ინგლისურ ენას (წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა) B2-C1 დონეზე (საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად) და

1.2. ჰქონდეთ დარგის შესაბამისი ფართო თეორიული ცოდნა, რომელიც მოიცავს დარგის შესაბამისი თეორიების და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას (ენის, ენათმეცნიერების, ლიტერატურის, კულტურის, ისტორიის მიმართულებით) და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს (ინგლისურ ენაზე ლიტერატურული ტექსტების კრიტიკული ანალიზი და კვლევა, ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ზეპირსიტყვიერი და/ან წერილობითი ფორმით წარდგენა).

 პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პროგრამაზე სწავლის უფლება ეძლევა სრული ზოგადი განათლების მქონე პირს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მესამე სავალდებულო საგნად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ისტორია ან ლიტერატურა. ამასთან აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხოური ენებიდან უნდა ჩააბაროს მხოლოდ ინგლისური ენა და მოთხოვნილია 60%+1 ზღვრის გადალახვა. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. პროგრამაზე დაშვების პირობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის იხილეთ ბმულზე – https://iro.ibsu.edu.ge/en/home. საერთაშორისო სტატუსის მქონე აბიტურიენტის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა დაადასტუროს ზოგადი ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნის კომპეტენცია (საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (CEFR) მიხედვით). კანდიდატი რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სერთიფიკატებს (FCE, TOEFL, IELTS და ა.შ.) თავისუფლდება ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან.

 შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).

 დასაქმების სფერო

ინგლისური ფილოლოგიის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ როგორც კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც ზოგადი ჰუმანიტარული განათლების მქონე ფილოლოგის კვალიფიკაციის მქონე ინგლისური ენის სპეციალისტის მოთხოვნაა. დასაქმების შესაძლო სფეროებია:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტები/ასოციაციები/კავშირები/საზოგადოებები;
  • სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრები;
  • სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო შეზღუდვების გათვალისწინებით);
  • ინგლისური ენის სპეციალიტებად ენათა ცენტრებში;
  • საბიბლიოთეკო ქსელი;
  • რედაქციები და გამომცემლობები;
  • პროფესიული გაერთიანებები;
  • დიპლომატიური წარმომადგენლობები;
  • სახელმწიფო/კერძო რადიო და სატელევიზიო არხები და მედია ცენტრები;
  • საინფორმაციო და ტურისტული სააგენტოები;
  • ტურიზმის სფერო.

კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) მათთვის საინტერესო დარგის მიმართულებით კანონით დადგენილი წესისამებრ.

შენიშვნა: პროგრამის თავისუფალი კომპონენტის ფარგლებში (65 კრედიტი) სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ნგლისური ენის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

 

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის:  3900 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის:  9900ლარი

________________________________________________________________________________________________

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი
სწავლების ენაინგლისური

ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: მაია ჩქოტუა, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, დოქტორი
ელფოსტა: mchkotua@ibsu.edu.ge
ტელეფონი: 593 97 63 69
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 0130, თბილისი, საქართველო
ოთახი: A305