საერთაშორისო ურთიერთობები – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Image Alt

საერთაშორისო ურთიერთობები

სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

პროგრამის აღწერა

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებს დარგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლებით. პროგრამა ერთმანეთთან აკავშირებს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს და განაპირობებს კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე.
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, დარგის ინტერდისციპლინური ბუნების გათვალისწინებით, სტუდენტები ვრცლად შეისწავლიან პოლიტიკის მეცნიერებას, სამართალსა და ეკონომიკას, ეუფლებიან ზოგად და პროფესიულ ინგლისურ ენას, ასევე, დამატებით ენას მათი არჩევანის შესაბამისად; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევის დიზაინისა და მეთოდების, საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სწავლებას. სტუდენტების წარმატებით დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის კურიკულუმის
განვითარებაში ჩართულია დარგის პოტენციური დამსაქმებლები, ხოლო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს აკადემიური და მოწვეული პერსონალი, რომელიც ფლობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის თეორიულ ცოდნას და საქმიანობს წამყვან პოზიციებზე საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით.

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

– საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან შზსუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე abiturienti.ibsu.edu.ge და www.naec.ge).
– საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).
– მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

დასაქმების სფერო

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას თანამედროვე დასაქმების ბაზარზე.აღნიშნული მიიღწევა პროგრამის კურიკულუმის შემუშავებასა და განახლებაში როგორც გამოცდილი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე, პოტენციური დამსაქმებლების ჩართვის და მათი რეკომენდაციებისა და შეფასებების გათვალისწინების საფუძველზე; სასწავლო კურსებში პრაქტიკული უნარების განმავითარებელი მრავალფეროვანი კოპონენტების ინტეგრეირებითა და სტაჟირების შესაძლებლობების უზრუნველყოფით. შედეგად, პროგრამის კურსდამთავრებულები ფლობენ სათანადო კვალიფიკაციას იმისათვის, რომ დასაქმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, დარგის შესაბამის საჯარო (საელჩოებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ან სხვა სტრუქტურებში, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის საკითხებში) და კერძო (არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ კვლევით ცენტრებში) სტრუქტურებში.

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის : 5100 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის : 7800 ლარი
ინფორმაცია სწავლის დაფინანსებაზე, სტიპენდიებზე და შეღავათებზე: www.ibsu.edu.ge/ge/internal-grants/


მისანიჭებელი კვალიფიკაცია : სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში
სწავლების ენა : ქართული

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ-ფოსტა: sseduhum@ibsu.edu.ge, bivaneishvili@ibsu.edu.ge
ტელეფონი: +995 32 2595006 (184)
ოთახი:  # A 304
მისამართი: N2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ, 0130, თბილისი, საქართველო