ფსიქოლოგია (ინგლისურენოვანი)

პროგრამის მიზანი

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ფსიქოლოგიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნითა და კომპეტენციებით. პროგრამა სტუდენტს სთავაზობს ფართო და მრავალმხრივ ცოდნას, აცნობს სხვადასხვა ფსიქოლოგიის სფეროს, პრინციპებსა და მიმდინარე გამოწვევებს.

პროგრამა სტუდენტებს უვითარებს კვლევით უნარებს და ასევე, კომუნიკაციის უნარებისა და პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელ ეთიკური სტანდარტების დაცვით, უმუშავებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების კომპეტენციებს. სწავლის დასრულების შედეგად, კურსდამთავრებულებს განუვითარდებათ პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა; გამოუმუშავდებათ ისეთი ზოგადი და დარგობრივ კომპეტენციები, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას წარმატებით დასაქმდნენ, მზად იყვნენ პრაქტიკული საქმიანობისათვის და სწავლა გააგრძელონ სწავლის შემდგომ საფეხურზე.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

პროგრამაზე სტუდენტი დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

საქართველოს მოქალაქეები ჩაირიცხებიან IBSU-ს საბაკალავრო პროგრამაზე, თუ მათ წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.naec.ge).

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://ibsu.edu.ge/iro/home/ ).

მობილობის წესით ჩარიცხვა ხორციელდება წელიწადში ორჯერ. შიდა მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე www.ibsu.edu.ge). გარე მობილობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: www.eqe.ge).

 

 

დასაქმების სფერო

როგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს წამყვან სპეციალისტად: კერძო და საჯარო დაწესებულებებში, სადაც მოეთხოვება ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს: ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები; საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრები, სარეაბილიტაციო ცენტრები, საერთაშორისო პროექტები, კვლევითი ორგანიზაციები და სხვა. გარდა ამისა, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება კომპეტენცია დასაქმდეს სხვა სფეროებშიც. კერძოდ: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურებში, ტრენინგ ცენტრებში, კლინიკები/პოლიკლინიკებში; სარეკლამო და PR ინდუსტრიაში და სხვა. კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე – მაგისტრატურაში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

სწავლის საფასური

ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 3990 ლარი
ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულებისთვის: 4500 აშშ დოლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 240 კრედიტი (4 წელი)

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: თეონა გუბიანური
ელ-ფოსტა: teona.gubianuri@ibsu.edu.ge
ტელ: +995 32 2800 064

 

 

პროგრამა