მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს დაწყებითი, საბაზო-/საშუალო საფეხურის ინგლისური ენის მაღალკვალიფიციური მასწავლებელები, რომელთაც გააჩნიათ თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი ფართო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებლად არსებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე (60 კრედიტიანი) დაიშვება შესაბამისი საგნის (ინგლისური ენა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით. აპლიკანტი ვალდებულია ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა. გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით და აპლიკანტი წერს ესეს ინგლისურ ენაზე, სადაც უნდა ასახოს პროგრამაზე ჩარიცხვის მოტივაცია, დაასაბუთოს საკუთარი პროფესიული წინსვლისა და განვითარების საჭიროება და განსაზღვროს ამ მიზნის მიღწევის გზები. ესეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 20 და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი შეფასების 51%.
პროგრამის გავლა პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს დასაქმდნენ:
● ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელად (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
● არაფორმალური განათლების სექტორი
ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის: 2250 ლარი (ფინანსდება სახელმწიფოს მიერ)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არ ენიჭება
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 60 კრედიტი
პროგრამის კოორდინატორი: აფილირებული პროფესორი, დოქტორი მაია ჩქოტუა | mchkotua@ibsu.edu.ge
ტელ: +995 32 2800 064 (137)