იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო საჯარო სამართალში - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო საჯარო სამართალში

სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

2016 წლის 6 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესში საერთაშორისო საჯარო სამართალში.

პროცესის განმავლობაში სტუდენტებმა იმსჯელეს იმ აქტუალურ თემებზე, რაც ხშირად ხდება განხილვის საგანი საერთაშორისო/ევროპული სამართლის სისტემაში. პროცესი გაგრძელდა 2 საათის განმავლობაში. დაძაბული და საინტერესო დებატების შემდეგ მოსამართლეებმა გამოაცხადეს გადაწყვეტილება. ღონისძიებას უძღვებოდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ნიკო ტატულაშვილი.

იმიტირებულ პროცესს მასპინძლობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი ღონისძიება უნივერსიტეტში. მსგავსი ღონისძიება ასევე გაიმართა შარშან და მასში  ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო საჯარო სამართლის კურსის სტუდენტები.