ჟურნალისტიკისა და მედიის კლუბის ორგანიზებით, მსახიობმა კახა კინწურაშვილმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
ინტერაქტიურ შეხვედრაზე კახა კინწურაშვილმა მსახიობის პროფესიაზე, ახალგაზრდა თაობის პრობლემებზე და სოციალურ საკითხებზე ისაუბრა და IBSU-ს სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.