პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით 24 მაისს ჩატარდა პრაქტიკული სემინარი სტუდენტებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის მონაცემების ანალიზის ონლაინ პლატფორმის – ODA-ს გამოყენების შესახებ. სემინარს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარი რატი შუბლაძე გაუძღვა.
ODA არის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ შემუშავებული ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც ამარტივებს მონაცემების ანალიზს მათთვისაც კი, ვინც სიღრმისეულად არ იცის სტატისტიკა და შესაბამისი პროგრამები.
აღნიშნული ვორკშოპის საშუალებით, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მონაცემების დამუშავების მნიშვნელობის შესახებ; ისწავლეს ისეთი ტერმინები როგორიცაა კროსტაბულაცია, რამდენიმე ქვეყნის (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) და რამდენიმე წლის (2008-2015 წწ) მონაცემთა ბაზების ანალიზი. ამავე დროს, აქტივობას ჰქონდა პრაქტიკული სახე, რისი საშუალებითაც მონაწილეები თავად ახორციელებდნენ თითოეულ ოპერაციას სემინარის მსვლელობისას.