განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი, ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი იმყოფებოდა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან მიღებაზე სახელწოდებით “გამორჩეული ქალები ჩვენს ცხოვრებაში”.
გამომდინარე იქიდან, რომ მარტის თვე ამერიკელ ქალთა ისტორიის თვედ იწოდება, ამერიკელები მთელი ამ თვის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებენ.
აღსანიშნავია, რომ IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ კონფერენციაზე, პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილის საგანმა “ამერიკელი ქალების ისტორია” ელჩის დიდი ყურადღება მიიქცია.