„ჟურნალისტიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ პროექტის ფარგლებში, IBSU-მ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაში ჩართულმა აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მოსწავლეებისთვის ოთხდღიანი ტრენინგი და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა.
ლექციები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესია ჟურნალისტი, ინტერვიუს ხელოვნება, ადამიანის პირადი სივრცის პატივისცემა და სხვა ეთიკური დილემები ჟურნალისტიკურ საქმიანობაში, ფოტოგადაღების ხერხები, ფაქტების გადამოწმების მეთოდები და ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის საფუძვლები.
პროექტის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.