[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

რიჩარდ გირაგოსიანის ლექცია პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ ფარგლებში

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

23 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია გამართა რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორმა რიჩარდ გირაგოსიანმა თემაზე „მეხსიერების ფორმირების პროცესი კავკასიის რეგიონში: ევროპეიზაციის ნარატივი“. შეხვედრა გაიმართა საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის „ნაციონალისტური ნარატივები და მეხსიერების ფორმირება ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში“ სალექციო კურსის ფარგლებში. რიჩარდ გირაგოსიანმა ისაუბრა მეხსიერების პოლიტიკის თავისებურებების შესახებ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

პროექტი ხორციელდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების სამაგისტრო პროგრამების თანამშრომლობით.  პროექტის ფარგლებში დეკემბრის განმავლობაში მიმდინარეობს სალექციო კურსი, რომელსაც გაუძღვებიან ნაციონალიზმისა და მეხსიერების პოლიტიკის ქართველი და უცხოელი მკვლევარები, ექსპერტები, რომლებიც მიმოიხილავენ საკითხის სხვადასხვა განზომილებებს და დაეხმარებიან პროექტის მონაწილეებს აკადემიური სტატიების შექმნაში. სალექციო კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა მკვლევარები იმუშავებენ სამეცნიერო სტატიებზე, რომელთაგან საუკეთესოები გამოქვეყნდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალის სპეციალური გამოცემის სახით. პროექტი დასრულდება გამოცემის პრეზენტაციით მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიის სახით, რომლის ფარგლებშიც პროექტის მონაწილეები წარადგენენ საკუთარ კვლევებს და მათ შედეგებს, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია პანელურ რეჟიმში.