30 მაისს გაიმართა საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მართველობის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების პრაქტიკის ანგარიშის დაცვა.
დაცვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა სტუდენტების მიერ უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინსტიტუტებში შესრულებული სამუშაო და შედეგები, რომლებსაც სტუდენტებმა პრაქტიკის გავლის შედეგად მიაღწიეს.