[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტუდენტური კონფერენცია „გლობალური მმართველობა”

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

2017 წლის 1 ივნისს გაიმართა სტუდენტური კონფერენცია „გლობალური მმართველობა” (Global Governance). სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის ფარგლებში ჩატარებული ეს შემაჯამებელი ღონისძიება მოიცავდა საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობისა და ჟურნალისტიკის სპეციალობების სტუდენტების გამოსვლებს.

კონფერენცია მისალმებითი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ილიას ჩილოღლუმ. მან დამსწრეებს მადლობა გადაუხადა სასწავლო პროცესში გაწეული შრომისათვის, წარმატებები უსურვა სტუდენტებს და გადასცა მათ სერტიფიკატები კონფერენციაში მონაწილეობისთვის. კონფერენციაზე შესავალი სიტყვით გამოვიდა მოწვეული სტუმარი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს სპეციალიზირებულ დაწესებულება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (UN IMO) 2009-2013 წლებში ბატონი გიორგი ბადრიძე, რომელმაც ისაუბრა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შედეგებზე.

კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგენეს მოკლე მოხსენებები (lightingtalks), პარალელური პოსტერისა და ჰენდაუთების პრეზენტაციები, რაც მოიცავდა პოლიტიკური მეცნიერებების შესავლისა და შედარებითი პოლიტიკის კურსების ფარგლებში ჩატარებულ ინდივიდუალურ კვლევებს. მოხსენებებში ჩანდა სოციალური მეცნიერებების საკითხების ორიგინალური კვლევა მაგალითის კვლევის, ლიტერატურის მიმოხილვის, დოკუმენტის ანალიზის, თეორიული ჩარჩოს მისადაგების და კვლევის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების გზით.