[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შავი ზღვის უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან მორიგ აქციას მართავს!

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

19 სექტემბერს, 18:00 საათზე, გელოდებით ყველას, რადგან კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ცენტრის უსამართლობა გადაწყვეტილება – იბსუსთვის პირველკურსელების აკრძალვასთან დაკავშირებით.

სწორედ ამ დღეს, შევიტანთ აპელაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოში და დაველოდებით იბსუს საკითხის ხელახალ, სამართლიან განხილვას, ყველა იმ ახალი გარემოების გათვალისწინებით, რომელიც საქმეს დაემატა.
ვითხოვთ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და აპელაცია განიხილოს მაქსიმალურად სწრაფად და ადეკვატურად!

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდის, ავტორიზაციისთვის ვადა 2020 წლამდე გაუგრძელდათ, მიუხედავად იმისა რომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მოსაზრებით ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა არ მოგვეცა, იბსუმ მიიღო 6 წლიანი ავტორიზაცია და ახლა დროა აღგვიდგინონ ლეგიტიმური უფლება – პირველკურსელების მიღებისა!

ღონისძიების ბმული: https://goo.gl/dJ7WWD

#standforIBSU